ბრიტანეთის მიერ ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ჩინეთის პრეზიდენტი ჰონკონგში ჩავიდა
29-06-2017, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინგი, მას შემდეგ რაც 2013 წელს ქვეყნის ლიდერი გახდა, ბრიტანეთის მიერ ჰონკონგის ჩინეთისთვის გადაცემის 20 წლისთავის აღსანიშნავად, ჰონკონგში პირველად ჩავიდა.

 


როგორც BBC იუწყება, მისი მაღალი დონის სიმბოლური ვიზიტი მზარდად დაძაბული პოლიტიკური კლიმატის ფონზე წარიმართება, რადგანაც ოფიციალური სადღესასწაულო ღონისძიებების გარდა, პრო-დემოკრატიული და პრო-პეკინის ჯგუფების მიერ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების გამართვაა დაგეგმილი, რამდენიმე კარგად ცნობილი აქტივისტი კი ძინპინგის ვიზიტის წინა დღეს იქნა დაპატიმრებული.

 


ძინპინგი მის მეუღლესთან, პენგ ლიუანთან ერთად ჰონკონგში სამდღიან ვიზიტად ჩავიდა. მათ ქალაქის მთავარ, ლაპ კოკის აეროპორტში მუსიკალური ჯგუფის მარშირებით დახვდნენ, ბავშვები კი საპატიო სტუმრებს დროშების ფრიალით შეეგებნენ.

 


მოკლე სიტყვაში, ჩინეთის პრეზიდენტმა თქვა: ჰონკონგი „ყოველთვის ჩემს გულშია“.

 


ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება „ყოველთვის მძლავრი მხარდამჭერია ჰონკონგის“ და „როგორც ყოველთვის, მომავალშიც მხარს დაუჭერს ჰონკონგის ეკონომიკურ განვითარებას და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას“, განაცხადა მან.

 


პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ პეკინს „სურვილი აქვს იმუშაოს ჰონკონგის საზოგადეობის ყველა სექტორთან, რათა შენარჩუნებულ იქნეს ჰონკონგის ბოლო 20 წლის განსაცვიფრებელი მოგზაურობა“ და „გარანტიას იძლევა, რომ სტაბილურად გაგრძელდება ‘ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ არსებობის პრინციპი.

 

 

ჰონკონგი ბრიტანელებმა ჩინეთს 1997 წელს დაუბრუნეს. პეკინი დათანხმდა, რომ ემართა ის „ერთი ქვეყნის, ორი სისტემის“ ქვეშ, მიანიჭა რა ქალაქს თავისი ლეგალური სისტემა, შეზღუდული დემოკრატია მრავალი პოლიტიკური პარტიით, და ასამბლეის თავისუფლების და თავისუფალი პრესის უფლებები. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი