კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სკოლის მოსწავლეების მიღება დაიწყო
29-06-2017, 10:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2017-2018 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება მიმდინარეობს. საბუთების ჩაბარება 26 ივნისიდან დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება. საბუთების მიღების პარალელურად ლიცეუმში სწავლის გაგრძელების მსურველები ფიზიკურ ტესტს აბარებენ. ტესტი სირბილს 60 და 2000 მეტრიან დისტანციაზე, ასევე ღერძზე აზიდვას მოიცავს.

 

 

ფიზიკური ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, მოზარდები ზოგადი უნარების გამოცდას 12 ივლისს ჩააბარებენ. ლიცეუმში ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 3 აგვისტოს გამოქვეყნდება. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2010 წლის 2 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქალაქ ქუთაისში დაფუძნდა. 2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს ,,გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი“ მიენიჭა. ამ დროისთვის ლიცეუმს უკვე ექვსი გამოშვება ჰყავს. ლიცეუმმა გასულ წელს პირველად გოგონებიც მიიღო.

 

 

ლიცეუმს 12 ოქროს და 13 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ინფრასტრუქტურითა და სწავლების დონით ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. ლიცეუმის ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტების დონეზეა მოწყობილი და გააჩნია ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ლიცეუმი მიზნად ისახავს კადეტთა ინტელექტუალურ, კულტურულ, ფიზიკურ და ზნეობრივ აღზრდას, საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის ადაპტირებას, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფას, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ქვეყნის სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნას, მათში სამხედრო სამსახურის სიყვარულისა და ოფიცრის პროფესიის დაუფლების სურვილის გაღვივებას.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი