JTEC-ში დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი დასრულდა
29-06-2017, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებისთვის ერთკვირიანი კურსი დასრულდა. კურსდამთავრებულ სამხედროებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. ერთკვირიანი კურსი თეორიულ და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების პრაქტიკული ნაწილი ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე განხორციელდა, სადაც JTEC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლებს კურსის თეორიულ ნაწილში შესწავლილი უნარ-ჩვევების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა მიეცათ. JTEC-ში ლიტველი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ინსტრუქტორის სასწავლო კურსი ქართველი ოფიცრებისა და სერჟანტებისთვის გამოცდილების გაზიარებას, დამკვირვებელ-მაკონტროლებლის ფუნქცია-მოვალეობებისა და მოქმედების შემდგომი განხილვების მეთოდების შესწავლას და ასევე, დაგეგმვის პროცესში რისკების გათვლის დახვეწას ისახავდა მიზნად. დღეიდან, კურსდამთავრებული სამხედრო მოსამსახურეები თავად შეძლებენ მოამზადონ დამკვირვებელ-მაკონტროლებლები. ტრენინგის დროს მიღებული გამოცდილება ქართველ სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ სხვადასხვა სწავლებებში გამოადგებათ. კურსი ლიტვურ მხარესთან შეთანხმების ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება. აღნიშნული სწავლება მიმდინარე წლისთვის რიგით მეორე კურსს წარმოადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი