თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი გერმანიაში დიდი ოცეულის სამიტზე ვლადიმერ პუტინს შეხვდება
29-06-2017, 13:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომავალ კვირას, გერმანიაში დიდი ოცეულის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

 


ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა, ეიჩ არ მაკმასტერმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ პუტინთან მაღალი დონის შეხვედრა ერთ-ერთია იმათგან, რაც მომავალ კვირას ჰამბურგში ტრამპს აქვს დაგეგმილი.

 


როგორც „ასოშეითედ პრესი“ იტყობინება, მაკმასტერს და ეკონომიკურ მრჩეველ გარი კონს არ დაუკონკრეტებიათ იმის შესახებ, აქვს თუ არა განზრახული პრეზიდენტ ტრამპს ისაუბროს იმ ბრალდებებზე, რომ რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, განაცხადეს რა რომ არც ამ და არც სხვა შეხვედრების დღის წესრიგი „არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული“.

 


მაკმასტერმა აღნიშნა, რომ „ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან ნამდვილად არ არის განსხვავებული“ იმისაგან, რაც აშშ-ს სხვა ქვეყნებთან გააჩნია და დაამატა, რომ პრეზიდენტს განზრახული აქვს მიმართოს „გაღიზიანების გამომწვევ“ საკითხებს, ისევე როგორც ისეთ თემებს, რაზეც მათ ერთად მუშაობა შეუძლიათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი