2-დან 15 ივლისამდე საქართველო პირველად 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს
30-06-2017, 03:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2-დან 15 ივლისამდე საქართველო პირველად უმასპინძლებს 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც თბილისსა და გორში ჩატარდება. საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობა დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა შეაფასა.

 


„მიხარია, რომ საქართველო უკვე იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. წელს ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის. 2-დან 15 ივლისამდე კი გაიმართება 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც ევროპის ქვეყნების 8 გუნდი, მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მინდა წარმატება ვუსურვო როგორც ჩემპიონატს, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. წარმატებას ვუსურვებ სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას, რათა ეს ტურნირი იყოს მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც თავად სპორტსმენების, ისე მსოფლიო სპორტული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საინტერესო ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით, პირველ რიგში კი ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი წარმატებების კასკადი სპორტში საერთაშორისო ასპარეზზე," განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი