სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 29 ივნისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 587 კმ2 საერთო ფართობის შიდამასიური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 20 ერთეულამდე რაკეტა.
ამის შესახებ Guardian.ge-ს „დელტა“-დან აცნობეს.
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თავზე ღრუბლის მასებმა ჩამოყალიბება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 35 მმ იყო.
17:26 სთ-დან 17:57 სთ-მდე ღრუბლები 20 ერთეულამდე რაკეტით დამუშავდა.
სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის საშუალებით ეფექტური დამუშავების შედეგად ნალექსის სრული მასა აღნიშნულ მუნიციპალიტეტში ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა", აღნიშნულია „დელტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.