ნიუ იორკის ბრონქსის რაიონში საავადმყოფოს შენობაში ადამიანებზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა შეიარაღებულმა მამაკაცმა თავი მოიკლა.
ექიმის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ცეცხლი თავდაპირველად Bronx-Lebanon-ის საავადმყოფოს 927-ე პალატაში გახსნა და სროლები შემდეგ მე-16 და მე-17 სართულებზე გაგრძელდა, რის შედეგადაც, მოკლულია 1 ექიმი და დაზიანებები აქვს მიღებული 6 ადამიანს, 5 მათგანის მდგომარეობა სერიოზულია.
მამაკაცი, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, საავადმყოფოს ყოფილი ექიმი იყო. დანაშაულის ჩადენის მოტივი ჯერჯერობით არ დასახელებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.