გერმანიის ყოფილი კანცლერის, ჰელმუტ კოლის დაკრძალვის ცერემონია ევროპაში სახელმწიფო პატივით გაიმართა - ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მათი ვალია დაიცვან კოლის მემკვიდრეობა
01-07-2017, 10:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ხელახალი გაერთიანების არქიტექტორს, ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალას, გერმანიის ყოფილ კანცლერს, ჰელმუტ კოლს, რომელიც გასულ თვეს, 16 ივნისს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა, პატივი მსოფლიო ლიდერებმა მიაგეს.

 


სტრასბურგში, ევროპარლამენტში, სადაც მისი ევროკავშირის დროშით შემოსილი კუბო იყო დასვენებული, ანგელა მერკელმა, რომელიც კოლის კუბოს გვერდით იდგა და სიტყვას წარმოთქვამდა, განაცხადა, რომ მისი თაობის ვალდებულებაა დაიცვან ჰელმუტ კოლის მემკვიდრეობა.

 


როგორც BBC იტყობინება, მის ნეშტს ახლა მდინარე რაინის გასწვრივ გერმანიის ქალაქ სპიერში მიასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ.

 


სტრასბურგის ევროპული პარლამენტის ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ლიდერისთვის ამგვარი გზით მიეგოთ პატივი.

 


მერკელმა თქვა, რომ კოლი მაშინ მუშაობდა გერმანიის ხელახალ გაერთიანებაზე, როცა სხვები ყოყმანობდნენ და დაამატა, რომ მისი მოტივაცია ყოველთვის ის იყო, რომ ევროპაში მეტი ომი არ უნდა ყოფილიყო.

 


„ახლა ჯერი ჩვენზეა, დავიცვათ მისი მემკვიდრეობა. მადლიერებით და მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ხსოვნის წინაშე“, განაცხადა მერკელმა.

 


მან ასევე პერსონალური მადლობა გამოხატა იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ჰელმუტ კოლმა - პოლიტიკურმა აღმზრდელმა, რომელიც მან მოგვიანებით ფინანსური სკანდალის გამო გაკიცხა - მას კარიერის განმავლობაში მისცა.

 

 

 

 

 

 

ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, რომლის ინიციატივაც იყო კოლის კუბოს ევროპის პარლამენტის შენობაში დასვენება, გამოსამშვიდობებელ სიტყვაში თქვა: „ომის შემდგომი გიგანტი გვტოვებს ჩვენ“.

 


სახოტბო სიტყვები წარმოთქვა ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა.

 


„რატომ მოვედით აქ თითოეული ჩვენგანი? იმიტომ, რომ ჰელმუტ კოლმა მოგვცა ჩვენ შანსი ჩართული ვყოფილიყავით რაღაც უფრო დიდში, ვიდრე ჩვენ თვითონ ჩავებმებოდით. უფრო დიდში, ვიდრე ჩვენი თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში, უფრო დიდში ვიდრე ჩვენ სწრაფწარმავალ კარიერებში შევძლებდით“, განაცხადა მან.

 


სხვა გამომსვლელებს შორის იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრემიერ მინისტრი დიმიტრი მედვედევი და ესპანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ფილიპე გონზალესი.

 


BBC შენიშნავს, რომ ამგვარი ცერემონია - არსობრივად, ევროპული სახელმწიფო პატივით დასაფლავება - პირველად მოხდა.

 


სტრასბურგში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული. ქუჩებში, 2,000-ზე მეტი პოლიციელი ასრულებდა მის მოვალეობას.

 


მიუხედავად ამისა, ჰელმუტ კოლის დასაფლავება გერმანიაში სახელმწიფო პატივით არ გაიმართება, რადგან ამგვარი თხოვნით მისმა ქვრივმა, კოლის მეორე ცოლმა, მაიკე კოლ-რიჩტერმა მიმართა ქვეყნის მთავრობას.

 


აღნიშნული გადაწყვეტილება ჰელმუტ კოლის ვაჟმა მისი პირველი ცოლისაგან, ვალტერ კოლმა გააკრიტიკა, რომელსაც უნდოდა გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი გამართულიყო ბერლინში, ბრანდენბურგის ჭიშკართან, იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც ბერლინის კედელი იყო აღმართული.

 

 

 

 

 


კოლი გერმანიას 16 წლის განმავლობაში, 1982 წლიდან 1998 წლამდე ხელმძღვანელობდა. იგი ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გაერთიანებულ აღმოსავლეთ და დასვლეთ გერმანიას ედგა სათავეში.

 

 

მის ფრანგ მოკავშირესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანთან ერთად იგი ევროს შემოღების სათავეში იდგა.

 

 

2008 წლის შემდეგ, კოლი, მძიმედ წაქცევის გამო, ეტლზე იყო მიჯაჭვული. იგი მის სახლში, ლუდვიგსჰაფენში გარდაიცვალა.

 

 

იგი მე-20 საუკუნის გერმანიის ყველაზე ხანრგძლივად მოღვაწე კანცლერი იყო.

 

 

მან, როგორც ევროპული ინტეგრაციის მგზნებარე მხარდამჭერმა, დაარწმუნა გერმანელები დაეთმოთ თავიანთი საყვარელი ფულის ერთეული, გერმანული მარკა ევროპული საერთო ვალუტის, ევროს სასარგებლოდ.

 

 

მაგრამ გერმანელებისთვის ის ყველა სხვა დანარჩენზე მაღლა დგას იმის გამო, რომ მან გააერთიანა მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა მიერ დაყოფილი ქვეყანა, დაჰპირდა რა ყოფილი კომუნისტური აღმოსავლეთის მცხოვრებთ უფრო მდიდარ დასავლეთთან ინტეგრაციას და აყვავებულ ცხოვრებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი