ოფიციოზმა დაადასტურა, რომ სამხრეთ საფრანგეთში მეჩეთის გარეთ მომხდარი სროლებისას 8 ადამიანმა მიიღო დაზიანებები.
როგორც BBC ფრანგულ გაზეთ La Provence-ზე დაყრდნობით წერს, კვირას, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 22:30 საათზე მლოცველები ავინგონში არაჰმას მეჩეთს ტოვებდნენ, როდესაც მათ ორი სახედამალული ეჭვმიტანილი მიუახლოვდა. მამაკაცებს ცეცხლსასროლი იარაღები ეკავათ, მეჩეთთან ავტომანქანა „Renault Clio“-თი მივიდნენ და ხალხის მიმართულებით განახორციელეს სროლები.
8 დაჭრილიდან ორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
პოლიციის განცხადებით, ისინი ინციდენტს ტერორისტულ აქტად არ განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.