შსს-მ 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების დაუფლებაში ბრალდებული ყაჩაღური ჯგუფი დააკავა
15-04-2015, 00:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი: 1962 წელს დაბადებული მურმან ს, 1991 წელს დაბადებული ბექა ს, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბესიკ ც, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არკადი მ, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხვიჩა ა და 1982 წელს დაბადებული ნუკრი ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა ბრალდებულებმა დიღმის მასივში, ნაილი გ-ს ბინაში შეაღწიეს, მას და მის შვილებს ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ყაჩაღობის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე, 186-ე, 376-ე და 25-179-ე მუხლებით).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი