18 ადამიანი დაიღუპა გერმანიაში, ექსკურსიაზე მიმავალი ავტობუსის სატვირთო ავტომანქანასთან შეჯახების შედეგად
03-07-2017, 06:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხრეთ გერმანიაში A9 გზატკეცილზე ავტობუსს ავარიის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC პოლიციაზე დაყრდნობითავრცელებს.

 

 

ავტობუსი, რომელსაც მგზავრები ექსკურსიაზე მიჰყავდა, ჩრდილოეთ ბავარიაში, სტამბახთან ახლოს სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა, 30-მა ადამიანმა მოახერხა თავი დაეღწია ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან, მათგან ზოგიერთს სერიოზული დაზიანებები აქვს. ინციდენტის ადგილას საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი შეუერთდა.

 

 

პოლიციის ცნობით, ტურისტები გერმანიის საქსონიის მხარიდან იყვნენ.

 


ავტობუსში 46 მგზავრი და 2 მძღოლი იმყოფებოდა. მეხანძრეების ადგილზე მისვლისას ავტობუსი საშინლად იყო აალებული და იწვოდა.

 


პოლიციამ ავტომგასიტრალი გადაკეტა. ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუ რამ გამოიწვია დაჯახება. გავრცელებული ცნობით, ინციდენტისას ნელ სატრანსპორტო გადაადგილებას ჰქონდა ადგილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი