ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ევროპარლამენტი „სრულიად სასაცილო“ ორგანოდ გამოაცხადა
04-07-2017, 06:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა მწვავე თავდასხმა წამოიწყო ევროპული პარლამენტის წევრებზე.

 


სტრასბურგში, თითქმის ცარიელ საპარლამენტო დარბაზში მან ვეროპარლამენტი გამოაცხადა, როგორც „სასაცილო, სრულიად სასაცილო“, იუწყება BBC, რომლის ცნობითაც, დარბაზში დაახლოებით, მხოლოდ 30 ევროპარლამენტარის ყოფნამ იუნკერი გააღიზიანა. მისი თქმით, ამან დაადასტურა ის, რომ პარლამენტი „არ არის სერიოზული“.

 

 

 


ევროპარლამენტს ჯამში 751 დეპუტატი ჰყავს.

 


პარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანიმ იუნკერის მიმართ მრისხანე რეაქცია გამოხატა და ბრალი დასდო მას იმაში, რომ ეს მის მიმართ უპატივცემულობის გამოხატულებაა.

 


„შენ შეიძლება გააკრიტიკო პარლამენტი, მაგრამ კომისრის მოვალეობა არაა პარლამენტის კონტროლი - ეს პარლამენტია, რომელმაც უნდა გააკონტროლოს კომისია“, თქვა მან.

 


მაგრამ შეხლა-შემოხლა გაგრძელდა. იუნკერმა, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია, გაბრაზებით უსაყვედურა პარლამენტის წევრებს იმ სხდომაზე დაუსწრებლობის გამო, რომელიც მალტის, ბლოკის ყველაზე პატარა წევრი სახელმწიფოს, ექვსთვიანი პრეზიდენტობის საკითხს განიხილავდა.

 


BBC წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო ყველაზე ღვარძლიანი საჯარო სკანდალი ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის.

 


როგორც ბრიტანელმა ევროპარლამენტარმა BBC-ს უთხრა, სესიაზე მისი კოლეგების დაუსწრებლობის მიზეზი შესაძლოა ისიცაა, რომ „ზოგიერთი უკვე თავის 7-კვირიან ხელფასიან შვებულებაში გავიდა“. ანდა, წერს BBC, რომ ეს შესაძლოა იმ ფაქტს უკავშირდებოდეს, რომ ამ სხდომის ზოგიერთი დებატები გაუქმდა, რათა პოლიტიკოსებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დაესწრონ სიმონე ვეილის - პარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის - დასაფლავებას, ოთხშაბათს, საფრანგეთში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი