ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი ოფიციალურად გაიხსნა
04-07-2017, 10:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დღეს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლის ხელმძღვანელმა თეა ნიკოლაშვილმა მიმართა და სემინარის ფორმატი გააცნო.

 


თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის პირველი დღე თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოხსენება ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და საქართველოზე საუბარს ეხებოდა.

 


ვიქტორ დოლიძემ ყურადღება საერთაშორისო თანამეგობრობის, თანადგომისა და რეაგირების საჭიროებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.

 


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში მან ნატო-საქართველოს კომისიისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატები გამოყო. ვიქტორ დოლიძე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებს, ვიზა ლიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულების საკითხებსაც შეეხო. მან ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პოლიტიკურ და პრაგმატულ ნაწილებზეც ისაუბრა და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილიც ახსენა. მინისტრის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს ყოველთვის აღიარებენ.

 


ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა კურსის მონაწილეებს საერთაშორისო უსაფრთხოების ენერგეტიკულ ასპექტები და ამ კონტექსტში საქართველოს როლი გააცნო. მან ყურადღება საქართველოს ენერგეტიკულ რესურსებსა და ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოება ენერგეტიკული უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია. საქართველო განახლებადი რესურსების მქონე ქვეყანაა და აუცილებელია ინფრასტრუქტურულად რეგიონის ქვეყნებთან მაქსიმალურად იყოს დაკავშირებული.

 


რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში მომხსენებლებმა არაკონვენციური საფრთხეები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები მიმოიხილეს.

 


დღესვე კურსის მონაწილეები ჯგუფებად გადანაწილდნენ და კრიზისულ სცენარზე დაიწყეს მუშაობა.

 


ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვა რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზი ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.

 


ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი