თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღინისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომ დეკანოზი 50-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო. შესაბამისად, დეკანოზი გიორგი მამალაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
გირაოს უზრუნველყოფაში დეკანოზი მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის ჩადებას გეგმავდა.
ბრალდების მხარე დეკანოზის პატიმრობაში დატოვების საფუძვლად ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეს ასახელებდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.