რუსეთი და ჩინეთი დაჟინებით მოუწოდებენ ჩრდილოეთ კორეას „გაყინოს“ თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები
04-07-2017, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთმა და ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას „გაყინოს“ თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ პირველად გამოსცადა წარმატებით კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ფხენიანის მტკიცებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია დარტყმის მიყენება, რისიც არც აშშ-ს და არც რუსეთს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი რაკეტა მათი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 


როგორც BBC იუწყება, პეკინმა და მოსკოვმა ასევე გააკეთეს მოწოდებები, რომ ამავე დროს, შეჩერდეს ამერიკა-სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები.

 


უწოდეს რა რაკეტის გაშვებას „მიუღებელი“, რუსეთმა და ჩინეთმა, რომელთაც სახმელეთო საზღვარი აქვთ ჩრდილოეთ კორეასთან, აგრეთვე დაჟინებით მოუწოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ განათავსოს სამხრეთ კორეაში ანტი-სარაკეტო სისტემა (Thaad), რომლის მიზანიც ფხენიანისგან თავდასხმის ინსპექტირების განხორციელებაა.

 


ჩინეთის პრეზიდენტმა, ქსი ძინპინგმა სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

 


ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ პირველად გაუშვა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ ცოტა უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც სამშაბათს გაშვებეული რაკეტა საშუალო მანძილზე მიმავალი იყო.

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის, „ჰვასონგ-14“-ს გაშვებას ზედამხედველობას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენი უწევდა.

 


მათივე ინფორმაციით, რაკეტამ 2,802კმ სიმაღლეს მიაღწია და 39 წუთის განმავლობაში 933კმ იფრინა, სანამ ზღვაში დარტყმას მიაყენებდა თავის სამიზნეს.

 


„ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ აღნიშნული გამოცდა შესაძლოა ფხენიანის ყველაზე წარმატებული სარაკეტო გამოცდაა მათ შორის, რაც კი ოდესმე განუხორციელებია კიმ ჩენ ინის რეჟიმს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რაკეტა შესაძლოა იმდენად მძლავრი იყოს, რომ გააჩნდეს შეერთებული შტატების კონტინენტზე - ალიასკაზე წვდომის შესაძლებლობა.

 


ფხენიანის განცხადებამდე BBC-მ იაპონიის და სამხრეთ კორეის ხელისუფლებებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა ადგილობრივი დროით 09:40 საათზე ბანგიონიდან, მისი დასავლეთ რეგიონიდან გაუშვა.

 


იაპონიის და სამხრეთ კორეის ხელისუფლებების თანახმად, სამშაბათს გაშვებულმა რაკეტამ დაახლოებით 930კმ მანძილი გაიარა და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იფრინა.

 


ტოკიოს თქმით, რაკეტა შესაძლოა იაპონიის ზღვის იაპონიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაშვებულიყო.

 


ეს არის მე-11 სარაკეტო გაშვება მიმდინარე წელს, რაც კი გამოვლენილია, მაგრამ მისი მანძილი უფრო დიდი ჩანს, იუწყება BBC.

 


ბოლო თვეებში ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვების სიხშირემ დაძაბულობა გაზარდა.

 


იაპონიის მთავრობის კაბინეტის მთავარმა მდივანმა იოშიდე შუგამ რეპორტიორებს განუცხადა: „ჩრდილოეთ კორეის მხრიდან აღნიშნულის მსგავსი განმეორებითი პროვოკაციები აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ გამოვხატავთ ძლიერ პროტესტს და ვგმობთ მას“.

 


ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოწოდება გააკეთა სამხრეთ კორეის ახლახან არჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა, რომელიც გასული კვირის ბოლოს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეა იყო.

 


მაშინ როცა მუნმა ვაშინგტონში ყოფნისას ფხენიანთან დიალოგის გზით ურთიერთობის პრიორიტეტზე გააკეთა აქცენტი, ტრამპმა „გაბედული და მტკიცე პასუხის“ გაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 


ფხენიანის მიერ მორიგი რაკეტის გაშვებას ასევე წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან და შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტ ქსი ძინპინგთან, რომლის დროსაც ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მზადყოფნა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების თაობაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი