კანადის მთავრობა ბოდიშს მოუხდის გუანტანამოს ყოფილ პატიმარს და კომპენსაციის სახით 10 მილიონ კანადურ დოლარს გადაუხდის
05-07-2017, 00:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადის ლიბერალური მთავრობა ბოდიშს მოუხდის გუანტანამოს ყოფილ პატიმარს, ომარ ხადრს და მას კომპენსაციის სახით დაახლოებით 10 მილიონ კანადურ დოლარს (7.7 მილიონი აშშ დოლარი) გადაუხდის. ინფორმაციას „როიტერსი“ ორ იმ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც ახლოს იცნობენ აღნიშნულ საკითხს. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ კი ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.

 


კანადის მოქალაქე ხადრი ავღანეთში 2002 წელს, 15 წლის ასაკში შეიპყრეს. მას ბრალი დასდეს შეერთებული შტატების არმიის მედიკოსის მკვლელობაში და კუბაზე მდებარე სამხედრო ტყვეთა ციხის ყველაზე ახალგაზრდა პატიმარი გახდა.

 


2010 წლის კანადის უზენაესი სასამართლოს დადგენილების თანახმად, კანადამ დაარღვია ხადრის უფლებები მის დასაკითხად სადაზვერვო აგენტების გაგზავნითა და შედეგების შეერთებულ შტატებთან გაზიარებით.

 


აღნიშნული საქმე აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი აღმოჩნდა: დამცველები ხადრს ბავშვ ჯარისკაცს უწოდებდნენ, მაშინ როცა მაშინდელმა კონსერვატიულმა მთავრობამ უარი თქვა შეწყალების აქტის გამოცემაზე, აღნიშნავდა რა, რომ ის სასჯელს სერიოზული დანაშაულისთვის იხდიდა.

 


„გაიცანით კანადის უახლესი მულტი-მილიონერი - ომარ ხადრი“, განაცხადეს „კონსერვატორებმა“ მას შემდეგ, რაც ყოფილი პატიმრისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ გახდა ცნობილი.

 


ტონი კლემენტმა, „კონსერვატიული პარტიის“ საზოგადოებრივი უსაფრთხოების წარმომადგენელმა განაცხადა: „ერთი ნაწილია აღიარო სავარაუდო ცუდი მოპყრობა, მაგრამ შეცდომაა გულუხვად დააჯილდოვო დამნაშავედ ცნობილი ტერორისტი, რომელმაც მოკლა მოკავშირე ჯარისკაცი, რომელსაც ცოლი და ორი ბავშვი ჰყავდა“.

 


ხადრმა 2012 წელს, კანადაში დაბრუნებამდე, სადაც უნდა მოეხადა თავისი პატიმრობის დარჩენილი წლები, ერთი ათწლეული გაატარა გუანტანამოში. იგი გირაოთი 2015 წელს გაათავისუფლეს და ამჟამად ედმონტონში, ალბერტაში ცხოვრობს.

 

 

 

 

 


კანადის მთავრობა და ხადრის ადვოკატები დათანხმდნენ კომპენსაციით მორიგებაზე, განაცხადეს წყაროებმა, რომელთაც თემის მგრძნობიარობიდან გამომდინარე ანონიმურად დარჩენა ითხოვეს, წერს „როიტერსი“.

 


30 წლის ხადრმა მისი ადამიანის უფლებების დარღვევის საფუძვლებზე სასამართლოში სარჩელი 20 მილიონი კანადური დოლარის კომპენსაციის მოთხოვნაზე შეიტანა.

 


კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის პრესმდივანმა რალფ გუდეილმა უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე. არც ხადრის ადვოკატებმა ისურვეს მედიასთან კონტაქტი. ხოლო შეერთებული შტატების საელჩო, დამოუკიდებლობის დღის დღესასწაულის გამო, დაკეტილი იყო.

 


ხადრი ავღანეთში მამამისმა, ალ-ყაიდას წევრმა, წაიყვანა. მან ბავშვი დაჯგუფებაში ბომბის დამამზადებლებს შეგირდად მიაბარა. ხადრის მამა 2003 წელს პაკისტანის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში დაიღუპა.

 

 

კომენტარები: 1
#1   კობა
      
და ამ ტიპმა რომ ექიმი მოკლა - მის ცოლ-შვილს რატომ არ უხდის კომპენსაციას? თან კიდევ - ამერიკამ დასაჯა და კანადამ რატომ მოუხადა ბოდიში ? აშშ-ს შტატი მაინც იყონ !
5 ივლისი 2017 01:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი