2017 წლის 6 თვეში საქართველოში ტურისტული ვიზიტი 1 309 982-ით განისაზღვრა, რაც 29%-ით მეტია 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე - შსს
05-07-2017, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა ივნისის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყენებს.

 

 

მათი ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის თვე 666 493 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,5 %-ით მეტია.

 

 

რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 996 170 ვიზიტი განხორციელდა, რაც 13,4%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 1 309 982-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29%- ით მეტია.

 

 

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2017 წლის ივნისის თვეში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

 

 

ა) ტურისტი - 328 314 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 43%);

 

 

ბ) ტრანზიტი - 158 079 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23,7%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 42,9%);

 

 

გ) სხვა - 180 100 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 27%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,8%).

 

 

„2017 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (+28,8%), რუსეთიდან (+45%), აზერბაიჯანიდან (+16,6%), თურქეთიდან (-6,4%), უკრაინიდან (+14,4%) და ირანიდან (+222%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი და ლატვია (შესაბამისად 36%, 32%, 28%, 25%, 23%, 18% და 18%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (48%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (21%), უზბეკეთი (163%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (26%). აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 17%-იანი ზრდა", აცხადებენ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი