შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან სამხედრო ძალას“ გამოიყენებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, თუკი „ამის საჭიროება დადგება“
06-07-2017, 00:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ სამშაბათს, შორ მანძილზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ იგი „საჭიროების შემთხვევაში“ გამოიყენებს „მნიშვნელოვან სამხედრო ძალას“ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

 


როგორც BBC იუწყება, გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰელიმ ფხენიანის სარაკეტო გამოცდა აღწერა, როგორც მძაფრი სამხედრო ესკალაცია და ასევე დაიმუქრა სავაჭრო შეზღუდევბის გამკაცრებით.

 


ოთხშაბათს ჰელიმ გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ მის მიერ კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვება „დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობების სწრაფი დასრულებისკენ“ გადადგმული ნაბიჯია.

 


„შეერთებული შტატები მზად არის გამოიყენოს ჩვენი შესაძლებლობების სრული სახეობა ჩვენი თავის და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“, უთხრა მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს, რომელმაც ფხენიანის სარაკეტო გამოცდის გამო საგანაგებო სხდომა გამართა.

 


„ერთ-ერთი ჩვენი შესაძლებლობათაგანი ძევს ჩვენ მნიშვნელოვან სამხედრო ძალებში. ჩვენ გამოვიყენებთ მას, თუკი ეს დაგვჭირდა, მაგრამ ვამჯობინებთ არ წავიდეთ ამ მიმართულებით“, განაცხადა ელჩმა.

 


მისი განცხადებებიდან რამდენიმე საათში შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ სამხედრო წვრთნების ფარგლებში უფრო მეტი რაკეტა გაუშვეს იაპონიის ზღვაში.

 


მაგრამ ფხენიანმა განაცხადა, რომ იგი არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში, ვიდრე შეერთებული შტატები არ დაასრულებს თავის „მტრულ პოლიტიკას“ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

 


ამასობაში, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა და მისმა იაპონელმა კოლეგამ ტომომი ინადამ განაცხადეს, რომ ფხენიანის სარაკეტო გამოცდა „მიუღებელი პროვოკაცია“ იყო.

 


განცხადებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მინისტრების სატელეფონო საუბრისას, მატისმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მტკიცე მზადყოფნას გამოხატავს იაპონიის დასაცავად და უზრუნველყოფს შეკავებას.

 


ჩრდილოეთ კორეის დილემა

 


ფხენიანის მიერ კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მწვავედ გაკიცხა ჩინეთი ფხენიანთან ვაჭრობის გაზრდის გამო.

 


„ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ვაჭრობა თითქმის 40%-ით გაიზარდა პირველ კვარტალში. ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხია ჩინეთისთვის ჩვენთან მუშაობა - მაგრამ ჩვენ უნდა გამოგვეცადა ის“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


სამშაბათს, რუსეთმა და ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას „გაყინოს“ თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები მას შემდეგ, რაც მან განაცხადა, რომ პირველად გამოსცადა წარმატებით კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ფხენიანის მტკიცებით, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია დარტყმის მიყენება, რისიც არც აშშ-ს და არც რუსეთს არ სჯერათ და აცხადებენ, რომ წარმოდგენილი რაკეტა მათი ქვეყნებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

 


პეკინმა და მოსკოვმა ასევე გააკეთეს მოწოდებები, რომ ამავე დროს, შეჩერდეს ამერიკა-სამხრეთ კორეის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები.

 


უწოდეს რა რაკეტის გაშვებას „მიუღებელი“, რუსეთმა და ჩინეთმა, რომელთაც სახმელეთო საზღვარი აქვთ ჩრდილოეთ კორეასთან, აგრეთვე დაჟინებით მოუწოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, არ განათავსოს სამხრეთ კორეაში ანტი-სარაკეტო სისტემა (Thaad), რომლის მიზანიც ფხენიანისგან თავდასხმის ინსპექტირების განხორციელებაა.

 


ჩინეთის პრეზიდენტმა, ქსი ძინპინგმა სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები გამართა.

 


„სრულიად ნათელია რუსეთისა და ჩინეთისთვის, რომ ნებისმიერი მცდელობა გაამართლო ძალის გამოყენება გაერო-ს უშიროების საბჭოს რეზოლუციების დამოწმებით, მიუღებელია და განაპირობებს გაუთვალისწინებელ შედეგებს რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ორთავეს, რუსეთის ფედერაციას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას“, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

 


„მცდელობები ეკონომიკურად გაგუდო ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა [ჩრდილოეთ კორეა] თანაბრად მიუღებელია“, დაამატა მან.

 


საკითხის განხილვის მიზნით შეერთებულმა შტატებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებელი მოწვევა მოითხოვა. 15 წევრი სახელმწიფოსაგან, მათ შორის რუსეთის და ჩინეთისაგან შედგარი საბჭოს დახურული სხდომა ოთხშაბათს გაიმართა.

 


ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, რომ პირველად გაუშვა კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა. ფხენიანის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება ეწინააღმდეგება სამხრეთ კორეის და შეერთებული შტატების ოფიციალური პირების მიერ ცოტა უფრო ადრე გაკეთებულ განცხადებებს, რომლის თანახმადაც სამშაბათს გაშვებეული რაკეტა საშუალო მანძილზე მიმავალი იყო.

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტის, „ჰვასონგ-14“-ს გაშვებას ზედამხედველობას ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენი უწევდა.

 


მათივე ინფორმაციით, რაკეტამ 2,802კმ სიმაღლეს მიაღწია და 39 წუთის განმავლობაში 933კმ იფრინა, სანამ ზღვაში დარტყმას მიაყენებდა თავის სამიზნეს.

 


„ასოშეიტედ პრესი“ წერს, რომ აღნიშნული გამოცდა შესაძლოა ფხენიანის ყველაზე წარმატებული სარაკეტო გამოცდაა მათ შორის, რაც კი ოდესმე განუხორციელებია კიმ ჩენ ინის რეჟიმს. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რაკეტა შესაძლოა იმდენად მძლავრი იყოს, რომ გააჩნდეს შეერთებული შტატების კონტინენტზე - ალიასკაზე წვდომის შესაძლებლობა.

 


ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევის მოწოდება გააკეთა სამხრეთ კორეის ახლახან არჩეულმა პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა, რომელიც გასული კვირის ბოლოს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, სადაც მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეა იყო.

 


მაშინ როცა მუნმა ვაშინგტონში ყოფნისას ფხენიანთან დიალოგის გზით ურთიერთობის პრიორიტეტზე გააკეთა აქცენტი, ტრამპმა „გაბედული და მტკიცე პასუხის“ გაცემის აუცილებლობაზე ისაუბრა.

 


ფხენიანის მიერ მორიგი რაკეტის გაშვებას ასევე წინ უძღოდა ჩრდილოეთ კორეის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან და შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტ ქსი ძინპინგთან, რომლის დროსაც ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათი მზადყოფნა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების თაობაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი