საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა
15-04-2015, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა.

კონსულტაციების შედეგად, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები რუსეთის 7 ქალაქში (მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი) განახორციელონ, ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2006 წელს ცალმხრივად შეწყდა და 2010 წლიდან ქვეყნებს შორის მხოლოდ ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა. ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა, თუმცა, მხოლოდ თბილისი–მოსკოვის მიმართულებით.

"2014 წლის ბოლოსა და 2015 წლის დასაწყისში, ქალაქ თბილისში ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრების შემდეგ, რომლებსაც ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენელი ესწრებოდნენ, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე, დამატებითი ტექნიკური კონსულტაციები გაგრძელდა.

კონსულტაციები მიმდინარე კვირაში დასრულდა და ორ ქვეყანას შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ფრენის სიხშირეები, გეოგრაფიული არეალის გაფართოება და ა.შ.) შეთანხმება იქნა მიღწეული.

თბილისი–მოსკოვის გარდა, შეთანხმება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განახლების თაობაზე, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის სხვა ქალაქებს შორისაც შედგა.

კონსულტაციების შედეგად, რეგულარული ფრენები ასევე, ქვეყნებს შორის საავიაციო სფეროში მოქმედი ხელშეკრულების დანართში განსაზღვრულ პუნქტებს შორისაც შესრულდება.

კერძოდ, ქართულ ავიაკომპანიებს უფლება ექნებათ, რეგულარული ფრენები რუსეთის 7 ქალაქში (მოსკოვი, პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, სოჭი, როსტოვი და მინვოდი) განახორციელონ, ხოლო რუსულ კომპანიებს - თბილისი, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით“,-აცხადებენ სამინისტროში.

უწყებაში ასევე, აღნიშნავენ, რომ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ფრენის სიხშირეები თითოეული მხრიდან, თბილისი-მოსკოვის საჰაერო ხაზზე – ზამთრის სანავიგაციო სეზონზე 18 სიხშირე, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე – 21 სიხშირე განისაზღვრა.

„რაც შეეხება ფრენის სიხშირეებს სხვა ზემოთჩამოთვლილ ქალაქებს შორის, ამ შემთხვევაში სიხშირეები შეუზღუდავი იქნება, როგორც ეს ქვეყნებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამდე იყო.

საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების თანახმად, 2014 წლის ნოემბრის თვიდან 2015 წლის თებერვლის ჩათვლით, სულ მგზავრთნაკადი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49%-ით გაიზარდა.

აღნიშნული ზრდა მით უფრო მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ წლის განმავლობაში ეს პერიოდი მგზავრთნაკადის ყველაზე დაბალი აქტივობით გამოირჩევა, ხოლო ზაფხულის სეზონზე, რომელიც მგზავრთნაკადის მაღალი აქტივობით გამოირჩევა, გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სწორედ ზემო აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგია, რომ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისს“ უკვე მიეცა შესაძლებლობა, 2015 წლის 10 აპრილს შესრულება თბილისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისების დაეწყო.

მიმდინარე წლის აპრილის ბოლოდან კი ავიაკომპანია თბილისი-სამარას მიმართულებითაც გეგმავს რეგულარული რეისების განხორციელებას“,-აცხადებენ უწყებაში.

სამინისტროში ასევე, აღნიშნავენ, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ წარმოებული დაძაბული და ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგები მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მომხმარებელებს საშუალება მიეცემათ, მგზავრობა თავისუფლად დაგეგმონ და ამ მიმართულებებით შექმნილი კონკურენტული გარემოთი ისარგებლონ, ასევე, აღნიშნული ტურისტული ნაკადის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი