როგორ უხდენენ „ამერიკულ ოცნებას" ქართველ ქალებს სიმპათიური „ამერიკელი ოფიცრები"
04-02-2014, 00:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ძალიან მინდა გამოაქვეყნოთ ჩემი წერილი, რათა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები თაღლითებისაგან" -აღნიშნულია დიდი ბრიტანეთიდან guardian.ge-ის ელქტრონული ფოსტის მისამართზე მიღებულ წერილში, რომლის ავტორიც ლონდონში მცხოვრები ქართველი ქალბატონია. იგი ქართველ ქალებს სოციალურ ქსელებში უცხო ეროვნების მამაკაცებისგან გამოგზავნილი მეგობრობის თხოვნაზე უარის თქმისაკენ მოუწოდებს და ურჩევს თუ რატომ არ უნდა ჩაერთონ იმ ერთი შეხედვით მაცდუნებელი და რომანტიული თავგადასავლის მორევში, რომელსაც მათ "ამერიკელი ოფიცრები" ან "კანადელი ინჟინრები" სთავაზობენ.

 

 

წერილით ვიგებთ თუ რა უდევს საფუძვლად სიმპათიური "ამერიკელი ოფიცრების" გულისამაჩუყებელ მიჯნურობას ქართველ ქალებთან.

 


"მე არაერთხელ მივიღე უკვე "ამერიკელებისა" და "კანადელებისაგან" მეგობრობის შეთავაზება. შესაძლოა პირადად თქვენც მიგიღიათ ამგვარი თხოვნა "ამერიკელი ოფიცრებისაგან" სკაიპში ან ფეისბუკში, რომლებიც ვითომდა ავღანეთში ან ერაყში მსახურობენ. ანდა მოგსვლიათ ანალოგიური შეთავაზება "კანადელი მეზღვაურებისა" ან "ინჟინრებისაგან", -წერს ქართველი ქალბატონი და განაგრძობს:

 

 

"ისტორია ერთი და იგივეა, ყველა მარტოხელა ქვრივია და ყველას უნდა ოჯახი. ეს ვითომ ამერიკელი ან კანადელი სიმპათიური მამაკაცები ძალიან მალე გიმიჯნურდებათ და გულისამაჩუყებელი კომპლიმენტებით გავსებთ. კრიმინალები ძირითადად 30 წელს გადაცილებულ მარტოხელა ქალებს ეძებენ; გთხოვენ ცოლობას და გეფიცებათ სამუდამო ერთგულებას.

 

 

სულ ცოტა ხანში თქვენთან ახლადგამიჯნურებული მამაკაცი ერაყში აღმოჩნდება, პოულობს ტერორისტების მიერ დამალულ რამდენიმე მილიონს და გთხოვთ, როგორც მის ერთგულ მეუღლეს, მისცეთ ნება, რადგან სხვა არავის ენდობა, ეს თანხა თქვენ გამოგიგზავნოთ.

 

 

ფულის გამოგზავნის პროცესში ხდება გაუთვალისწინებელი პრობლემა. მაგალითად, პიროვნებას რომელსაც თქვენთან თანხა მოაქვს, ნიგერიაში მესაზღვრეები აჩერებენ და ფულს სთხოვენ. რადგან ფული ჩემოდანშია და ნდობით აღჭურვილ პირს არ აქვს კოდი, თქვენი საქმრო თქვენ გთხოვთ ფულს რამდენიმე დღით, მანამ, სანამ ჩემოდანი თქვენს ხელში აღმოჩნდება.

 

 

ვერსიები სხვადასხვაგვარია. მთავარი ისაა რომ ყველა ეს პიროვნება აზიური ან აფრიკული ეროვნების კრიმინალია და ისინი ასეთი სახით სძალავენ ფულს მიამიტ მარტოხელა ადამიანებს.

 


ვერსიები მამაკაცებისთვისაც არსებობს: მამაკაცს უკავშირდება "სანდომიანი" აზიელი ან აფრიკელი გოგონა, რომელიც ამბობს რომ ლტოლვილთა ბანაკშია. მას მშობლებმა დაუტოვეს რამდენიმე მილიონი რომელიღაც ბანკში, რომელიც ვერ გამოაქვს და თქვენ გთხოვთ დახმარებას, სანაცვლოდ, სამომავლოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას გპირდებათ.

 


პირადად მე ვცხოვრობ ლონდონში და ინფორმირებული ვარ მათ შესახებ. ჩემს სკაიპში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია თბილისი, საქართველო და მინიმუმ კვირაში 2-3 ამგვარი პიროვნების იგნორირება მიწევს, ასევე მაქვს ინფორმაცია ჩემი მეგობრებისგან რომ ელაპარაკებიან "ამერიკელ ოფიცრებს" ერაყსა თუ ავღანეთში.

 

 

ძალიან მინდა გააფრთხილოთ საქართველოს მოსახლეობა ამ კრიმინალების შესახებ, რადგან რამდენიმე ადამიანი, მომავალში დიდი ფულის მიღებით დაიმედებული, მოტყუვდა და მართლაც გაუგზავნა მათ ფული.

 

 

სურათები, რომლებსაც ეს ადამიანები გიგზავნიან, ყალბია. სინამდვილეში ისინი ნიგერიელი კრიმინალები არიან.

 

 

იმედია, ინფორმაცია რომელიც მე მოგაწოდეთ, დაგეხმარებათ თავი დაიცვათ ამგვარი თაღლითებისაგან."- ასე სრულდება ეს წერილი. 

 

 

P.S. იმედია, ამ ინფორმაციას საკმაოდ ბევრი ქართველი ქალბატონი გაეცნობა და თუ კი წერილში მოყვანილი შემთხვევების ანალოგებს მათ ცხოვრებაშიც ექნება ადგილი, არ გაებმებიან ამგვარი "ამერიკული ოცნების" ასრულების ონლაინ-მახეში. 

 

 

 

კომენტარები: 1
#1   scammers
      
მოვკვდი სიცილიტ :D
ამას ვიღა ჭამს არ გადამრიოთ?
ეს ნიგერიული ტაღლითობა 15 წლისაა უკვე და დედამწიაზე ეს ყველამ იცის და თუ საქარტველოში არ იციან ღირსებიც არიან მოატყუონ! ეს მგონი ჭურში რომ სხედან იმატაც იციან უკვე :D

ამატ ქვიატ scammers
11 თებერვალი 2014 23:36
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი