თამარ სანიკიძე არასრულწლოვნების პანკისიდან სირიაში წასვლას ეხმაურება
15-04-2015, 04:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც სირიაში წავიდნენ, პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას, რომ შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ვერ აკონკრეტებენ.


ამის შესახებ თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს პანკისიდან სირიაში სკოლის მოსწავლეების წასვლასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განუცხადა.


"რაც შეეხება პრობლემას, ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შესაბამის უწყებებთან იმისათვის, რომ ასეთი მოვლენების მინიმალიზირება მოხდეს და შევძლოთ თავიდან ავიცილოთ ასეთი ქმედებები. რა თქმა უნდა, სკოლის დონეზე რა სამუშაოებიცაა ჩასატარებელი, ყოველთვის ტარდება. უშუალოდ ის ბავშვები, არასრულწლოვნები, რომლებმაც გადალახეს საზღვარი და წავიდნენ სირიაში, კონკრეტულად ამ მოსწავლეების მიმართ რაიმე სახის გადაცდომას ან მინიშნებას, რომ შესაძლოა ამ ბავშვებს ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ნამდვილად ვერ აკონკრეტებენ პედაგოგები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მუშაობა იმ კუთხით, რა კუთხითაც ვმუშაობთ. პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და აუცილებელია კავშირი შესაბამის ორგანოებთან", - განაცხადა თამარ სანიკიძემ და დაამატა, რომ რომ ყველა ის სტანდარტული სამუშაო, რომელიც ამ შემთხვევაში საჭიროა, მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი