სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ვალერიანე ფოცხვერიამ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, გია მიქელაძემ მუნიციპალიტეტის მასშტაბით აღდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურა მოინახულეს.
„გზა დაიგო სამტრედიის 3 სოფელში და 9 ქუჩაზე. სულ, დაახლოებით, 8 კილომეტრი გზა არის დაგებული. შესრულებული სამუშაოები დღეის მდგომარეობით, 1 100 000 ლარის ღირებულებისაა.
სექტემბრამდე სამტრედიის მასშტაბით კიდევ 12 კილომეტრი გზა დაიგება.
ასფალტ-ბეტონის გზის მოპირკეთებითი სამუშაოების მთლიანი ღირებულება 2 700 000 ლარს შეადგენს", ნათქვამია სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამგებელმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ღანირის თემში ბაგა-ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.