ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილი გამართლდა - პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის თქმით, დადასტურდა, რომ საქმე ეფუძნებოდა შურისძიებას პოლიციელების მხრიდან
07-07-2017, 05:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მიერ წარდგენილი არგუმენტები არ გაიზიარა და ნარკოდანაშაულში ბრალდებული მიხეილ თათარიშვილის მიმართ, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის (18 აბი სუბოტექსის) ბრალდებით 15 მარტს დააკავეს, 27 ივნისს კი 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

 


თათარიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ იმ პოლიციელებს უჩივლონ, რომლებმაც მისი მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს 18 აბი სუბოტექსი ჩაუდეს.

 


ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, „ეს უნდა იყოს პრეცედენტი იმისთვის, რომ არც ერთმა პოლიციელმა მომავალში არ გაბედოს უდანაშაულო ადამიანს ჩაუდოს ნარკოტიკი ან იარაღი. ეს იქნება მაგალითი პროკურორებისთვის, მათ განახორციელონ საპროკურორო ზედამხედველობა და არ ენდონ იმ პოლიციელებს, რომლებიც შემჩნეულები არიან უკანონო ქმედებებში“.

 


სასამართლოს მიერ გამართლებული თათარიშვილის მეგობრის, საქართველოს პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის თქმით, დღევანდელი განაჩენით დადასტურდა, რომ მიხეილ თათარიშვილს სამართალდამცველები მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ედავებოდნენ, მის წინააღმდეგ საქმე ეფუძნებოდა შურისძიებას სამართალდამცველების მხრიდან და არანაირ ნარკოდანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

 


მინდია გოგოჭურმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო თათარიშვილის მსგავსად გაამართლებს ასევე ნარკოდანაშულისთვის დაკავებულ მათ კიდევ ერთ მეგობარს, თორნიკე კაჭარავასაც. ადვოკატი ჭკადუა კი იმედოვნებს, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ სხვა საქმეებზეც - ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, ასევე ბაჩო სირაძის და თორნიკე კაჭარავას საქმეები - მოსამართლეები გამამართლებელ განაჩენებს გამოიტანენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი