ტრამპი პუტინს პირველად შეხვდა - დიდი ოცეულის სამიტზე ყველა თვალი აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრისკენ არის მიპყრობილი
07-07-2017, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის დაწყების წინ, მოგვიანებით კი ორი ქვეყნის ლიდერებს პირისპირ შეხვედრა ექნება.

 


მათ ორთავემ განაცხადეს, რომ სურთ გამოსწორება ურთიერთობების, რომელიც სირიისა და უკრაინის კრიზისის და ასევე რუსეთის აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო დაზიანდა.

 


დიდი ოცეულის სამიტის წინა დღეს 76-მა პოლიციის ოფიცერმა მიიღო დაზიანებები პროტესტანტებთან შეხლა-შემოხლისას. შეტაკებები დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის პარასკევსაც გაგრძელდა.

 


რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა 1 საათი გაგრძელდება, მაგრამ მოგვიანებით გავრცელებული ცნობების თანახმად, ის დაახლოებით, ნახევარი საათი გაგრძელდება.

 


მოელიან, რომ პრეზიდენტები ძირითადად სირიისა და უკრაინის საკითხებზე მოახდენენ ფოკუსირებას.

 


შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა რუსეთს შეაჩეროს უკრაინის და სხვა ქვეყნების „დესტაბილიზაცია“ და დაასრულოს „მტრული რეჟიმების“, ისეთის, როგორიცაა სირია და ირანი, მხარდაჭერა.

 


პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში საუბრისას ტრამპმა დაჟინებით მოუწოდა რუსეთს „შეუერთდეს პასუხისმგებლიანი სახელმწიფოების რიგებს“ და „საერთო მტრებთან ბრძოლას თავისივე ცივილიზაციის დასაცავად“.

 


კრემლს საპასუხო კომენტარები არ გაუკეთებია.

 


აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დიდი ოცეულის სამიტზე, მსოფლიოს სხვა ლიდერების გარდა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პარასკევს პირველად შეხვდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი