„ტოლას" ციხეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
08-07-2017, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტოლაში მდებარე ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

 

 

ციხისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება 2017 წლის 30 ივნისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე მოხდა.

 

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგნეტოს ცნობით, ძეგლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტოლას თავში, მაღალ გორაზე მდებარეობს.

 

 

„ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით "გუელის თავს ზეით რიონს მოერთვის ტოლის ხევი. გამოდის რაჭა-სუანეთის შუა კავკასის კალთას, მოდის ჩრდილოდამ სამხრეთად და მოერთვის რიონს ჩრდილოდამ. ამ ხევზედ, დასავლეთის კიდეზედ, არს კავკასიდამ ჩამოსულ მთის კიდეზე, ციხე ტოლა შენი, ფრიად მაგარი. და არს ხეობა ესე ხილ-ვენახიანი".

 


თამაზ ბერაძე მიუთითებს, რომ: "რაჭის სიმაგრეების ერთი ნაწილი ისეთ ციხეებს წარმოადგენდა, სადაც მტრის შემოსევების დროს აფარებდნენ, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი - ტოლას ციხე დგას ზემო ტოლაში. იგი ოთხკუთხა კარგად გათლილი ქვის "კვადრებით" არის აშენებული დაახლოებით VI-VIII სს-ში".

 


ციხე შედგება კლდის ფლეთილი და უხეშად დამუშავებული კვადრებისგან, ციხის გალავნისგან მეტ-ნაკლებად შემორჩენილია სამხრეთის კედლების ქვედა მონაკვეთი. ხოლო, კედლების ზედა ნაწილის ჩამონაშალით ამოვსებულია ეზოს სამხრეთი მონაკვეთი და შექმნილია ბაქანი. გალავნის გარკვეული ნაწილი დანგრეულია 1991 წლის მიწისძვრის დროს. ციხის ეზოში რამდენიმე ადგილას შემორჩენილია დაბალი ყორეები, რაც სავარაუდოდ, ეზოში არსებულ სხვა სათავსო-ნაგებობების არსებობაზე მიუთითებს", აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი