„დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილის, ივანკა ტრამპის მიერ მამამისისთვის განკუთვნილი სკამის დაკავებამ იგი ყურადღების ცენტრში მოაქცია
09-07-2017, 02:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შაბათს, „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ნაცვლად ყურადღების ცენტრში მისი ქალიშვილი ივანკა ტრამპი მოექცა, რომელმაც ქალებისთვის სესხის პროგრამა წამოიწყო და ცოტა ხნით მამამისისთვის განკუთვნილი სკამი დაიკავა მსოფლიო ლიდერების გვერდით.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ივანკამ, რომელიც თეთრ სახლში ოფიციალური სამსახურის შედგომამდე ეპონიმური ტანსაცმლისა და საიუველირო ნაკეთობების ბიზნესს მართავდა, ქალების საკითხი მისი პოლიტიკის ხელწერად აქცია, და „დიდი ოცეულის“ სამიტმა გამოამჟღავნა ის ძალაუფლება, რომელიც მას უპყრია ხელთ, როგორც პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილ პირს.

 


მსოფლიო ბანკმა სამიტის ღონისძიება გამოიყენა იმისათვის, რომ წამოეწყო საზოგადო-კერძო სესხის პროგრამა, რომლის მიზანიცაა განვითარებად ქვეყნებში 1 მილიარდი აშშ დოლარის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ქალი მეწარმეებისათვის - პროექტი, რომლის ინიცირებაც ივანკა ტრამპმა პირველად ხუთი თვის წინათ მოახდინა.

 


„ეს არ არის სასიამოვნო მცირე პროექტი. ეს იქნება მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკური ზრდისა მომავალში... და ამავე დროს ეს იქნება ასევე მამოძრავებელი ძალა გენდერული თანასწორობისა“, განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთან, კრისტიან ლაგარდთან ერთად „დიდი ოცეულის“ სამიტს ესწრებოდა.

 


მან ხაზგასმით აღნიშნა ამ მნიშვნელოვან საქმეში ივანკა ტრამპის „ქომაგობის“ და ჩართულობის მნიშვნელობა.

 


მოგვიანებით, მაშინ როცა ლიდერები დახურულ კარს მიღმა ხვდებოდნენ ერთმანეთს, ივანკა, აფრიკის განვითარების სხდომაზე, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას, ცოტა ხნით მისი მამისთვის განკუთვნილ სკამზე დაჯდა.

 


აშშ-ის პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ადგილზე მისმა გამოჩენამ მედიისა და სოციალური ქსელის უზარმაზარი ყურადღება მიიქცია. დიდი ტირაჟით გამომავალმა გერმანულმა ყოვედღიურმა „ბილდმა“ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია მის ვებგვერდზე: „ტრამპის შემცვლელი: ივანკა ტრამპი უეცრად მოლაპარაკებების მაგიდასთან გამოჩნდა“.

 


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, რომელიც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე ივანკასთამ მუშაობდა, „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

 


„დელეგაციები თავად წყვეტენ, თუ ვინ დაჯდება მათ მაგიდასთან მაშინ, როცა იქ პრეზიდენტი არ არის და ივანკა შეერთებული შტატების დელეგაციას ეკუთვნის“. მერკელმა შენიშნა, რომ სხვა დელეგაციებიც ანალოგიურად მოიქცნენ.

 


„საყოველთაოდ ცნობილია, რომ იგი თეთრ სახლში მუშაობს და პასუხისმგებელია რამდენიმე ინიციატივაზე“, თქვა მერკელმა.

 


მსოფლიო ბანკმა განაცხადა, რომ მეწარმე ქალების ფონდმა 325 მილიონი აშშ დოლარის მობილიზება შეძლო დონორებისაგან, რომელთა შორისაც არიან გერმანია, შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები და კერძო სექტორისაგან ასეულობით მილიონი დოლარის მობილიზებას გეგმავს.

 


მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ ძალიან ამაყია ივანკათი.

 


„ჩემპიონი. ის ჩემპიონია. ის რომ ჩემი ქალიშვილი არ ყოფილიყო, გაცილებით ადვილი იქნებოდა მისთვის“, თქვა ტრამპმა სიცილით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი