ერაყის პრემიერ მინისტრი „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვების აღსანიშნავად მოსულში ჩავიდა
09-07-2017, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერაყის პრემიერ მინისტრი ჰაიდერ ალ-აბდალი მოსულში ჩავიდა, რომ „მიულოცოს ერაყის არმიას და ერაყელ ხალხს“ თავიანთი საბოლოო გამარჯვება ქალაქის აღებასთან და „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხებასთან დაკავშირებით.

 


აბადი ქალაქში იმყოფებოდა, რათა გამოეცხადებინა მისი „განთავისუფლება“ და „გამარჯვება“, ნათქვამია პრემიერ მინისტრის ოფისის განცხადებაში. მოელიან, რომ ოფიციალურ სიტყვას ის მალე წარმოთქვამს.

 


როგორც BBC იუწყება, ერაყის არმია ქვეყნის უძველესი ქალაქის, მოსულის ხელში ჩასაგდებად გამართული ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ, კვირას, ქალაქში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ბოლო კერებს ანადგურებდა.

 


აშშ-ის მეთაურობით საჰაერო დარტყმებით მხარდაჭერილი ერაყული ძალები გასული წლის 17 ოქტომბრიდან ცდილობდნენ ქალაქ მოსულის აღებას.

 


„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსულზე კონტროლი 2014 წლის ივნისში დაამყარა, მანამ სანამ ერაყის სუნიტებით დასახლებულ ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოახდენდა გავლენის განვრცობას, და ერაყსა და სირიაში „ხალიფატის“ შექმნის თაობაზე გააკეთებდა განცხადებას.

 


ერაყის სახელმწიფო ტელევიზია დილის საათებში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ქვეყნის საჯარისო ნაწილები მოსულზე სრულ კონტროლს რამდენიმე საათში აღადგენდნენ.

 


8-თვიანი საომარი მოქმედებების შემდეგ, ერაყის სამთავრობო ჯარებმა „ისლამური სახელმწიფოს“ დე-ფაქტო დედაქალაქ მოსულის შუაგულში ნანგრევებად ქცეული გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთი ხელში ივნისის ბოლოს ჩაიგდეს და პრემიერ მინისტრმა ისლამისტი მებრძოლების თვითმარქვია ხალიფატის დასასრული აუწყა მსოფლიოს.

 


აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა, სამი წლის წინათ, 2014 წლის 4 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამბოხებულებმა ერაყის და სირიის უზარმაზარი ტერიტორიები ააოხრეს, სწორედ მოსულის შუა საუკუნეების ამ მეჩეთის მქადაგებლის კათედრიდან გამოაცხადა თავისი თავი „ხალიფად“, მუსულმანთა მმართველად.

 


თითქმის 850 წლის გრანდიოზული ალ-ნურის მეჩეთის აღება უზარმაზარ სიმბოლურ გამარჯვებად მიიჩნიეს.

 


„ალ-ნურის მეჩეთის და ალ-ჰადბას მინარეთის ქვეყნისთვის დაბრუნება დაეშის სიცრუის სახელმწიფოს დასასრულის ნიშანია“, განაცხადა 29 ივნისს პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ, რომელმაც უკომპრომისო სუნიტი მუსლიმი მებრძოლების ჯგუფი არაბული აკრონიმით მოიხსენია.

 

 

მოსულის განთავისუფლებისნ მიუხედავად, ე.წ. ისლამური სახელმწიფო ჯერ კიდე  აკონტროლებს ერაყის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს და მოსალოდნელია, რომ გახლეჩილი ხალიფატი კვლავ მძლავრად იმოქმედებს, ამჯერად უფრო ტრადიციული მეთოდებით და შურისძიების გზით წავა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი