ილია მეორე: „ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი“
10-07-2017, 04:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, რომ „ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი“.

 


მან სახარების ის ნაწილი გაიხსენა, თუ როგორ უბრძანა მაცხოვარმა ღორების კოლტს რომ შესულიყვნენ ეშმაკები, გამოსულიყვნენ იმ ორი ადამიანისგან [ორი ეშმაკეული ადამიანი] და შესულიყვნენ ღორებში, ასეც მოხდა და ისინი ჩაიხრჩვნენ წყალში“, რითაც პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე“.

 


„დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ ადამიანის გონება ვერსადროს ვერ მისწვდება ღვთის განგებას, ღვთის წყალობას, ღვთის სიყვარულს. ადამიანმა უნდა იგრძნოს მისი დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე. დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, რომ უფალს შეხვდა ორი ეშმაკეული ადამიანი და მიმართეს მას: რატომ მოხვედი ჩვენდა სატანჯველად დროზე ადრე? ე.ი გამოდის რომ ადრე შეხვდა მაცხოვარი და იქ ძოვდა ღორების კოლტი, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მე მაგონდება კომუნისტური რეჟიმის დრო და ისინი ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა ებრაელებს ჰყოლოდათ ღორების კოლტი, ღორები, როცა ებრაელი არ სჭამს ღორის ხორცს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ებრაელები ვაჭრობდნენ რომაელებთან და მათ ჰქონდათ დიდი შემოსავალი ღორის ხორცის ვაჭრობით. ამიტომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მაცხოვარმა უბრძანა ღორების კოლტს რომ შესულიყვნენ ეშმაკები, გამოსულიყვნენ იმ ორი ადამიანისგან და შესულიყვნენ ღორებში, ასეც მოხდა და ისინი ჩაიხრჩვნენ წყალში.

 


„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი, ამიტომ ყოველდღე უნდა ლოცვები ვიკითხოთ და ნაკურთხი წყალი უნდა ვასხუროთ ჩვენს ოთახებს, უნდა დავაკმიოთ საკმელი და ამით დავიცავთ ჩვენ ჩვენს თავს.

 


„ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცვათ ხილული და უხილავი მტრებისაგან.

 


ჩვენთან არს ღმერთი!

 


„კალენდარში არ წერია პეტრე-პავლობას ხსნილია თუ მარხვა არის. გავახსნილოთ თევზით. პეტრე-პავლობას ოთხშაბათია და მეორე დღეს სვეტიცხოვლობაა _ 12 მოციქულის დღესასწაული. ღმერთმა დაგლოცოთ და მრავალს დაგასწროთ პეტრე-პავლობასაც და სვეტიცხოვლობას.

 


ჩვენთან არს ღმერთი“, ბრძანა პატრიარქმა, რომელმაც კვირას რეზესიძეების გვარი დალოცა.

 


„ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, გაგამრავლოთ და მშვიდობა მოგმადლოთ“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი