შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა... მასთან პუტინის სახელით ჩავიდა მილერი და შეეცადა მისი გარემოცვისთვის გაგებინებას, რომ ძალაუფლება კალაძეს გადააბაროს“
10-07-2017, 06:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ირწმუნება, რომ „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა“.

 

 

 


„ჩვენი ინფორმაციით, ქვეყნის დე ფაქტო მმართველი დიქტატორი ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა... სადაც ივანიშვილი მკურნალობს, ჩაბრძანდა „გაზპრომის“ მმართველი მილერი, პუტინის სახელით და შეეცადა გაეგებინებინა მისი გარემოცვისა თუ მისთვის, რომ გადააბაროს ძალაუფლება სხვა ოლიგარქს, არანაკლებ ქურდსა და ყაჩაღს, ამ შემთხვევაში საუბარია კალაძეზე. პროცესს დაემთხვა პუტინის მრჩეველთა მასობრივი შემოსვლა საქართველოში, მათ მიერ თათბირების ჩატარება საკუთარ აქტივთან“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე. 

 

 

ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ „მილიონერთა უპატრონოდ დატოვებულ ბანაკში დაიწყება სასტიკი ბრძოლა ძალაუფლებისა და ხალხის ქონების შემდგომი გადანაწილებისათვის“.

 

 

„მე ვურჩევ ივანიშვილს თუ აქვს ამის უნარი გამოვიდეს და ახსნას მის მიერ შექმნილი ქაოსიდან გამოსვლის გზები. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, გავერთიანდეთ ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, რათა ქვეყანამ მიიღოს ახალი, ეფექტური ხელისუფლება. ესაა უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა, სხვა ყველაფერი არის კოსმეტიკური ცვლილებები, დღეს ეს სჭირდება საქართველოს“, აღნიშნა ნათელაშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   marine damenia
      
ყველაფერს რასაც ბ.ნი ნათელაშვილი ამბობს გულითადია და ალალი სწორად ნაფიქრალი არც არავის ლანძღავს უბრალოდ მოითხოვს სიმართლის გამოაშკარავებას რაც მისასალმებელია
10 ივლისი 2017 22:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი