ქართველი იუნკერი სენ-სირის სამხედრო სკოლის სტუდენტი გახდა
11-07-2017, 01:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი სწავლას სენ-სირის სამხედრო სკოლაში გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

უწყების ცნობით, ზურაბ მანჩხაშვილს დღეს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ უმასპინძლა, საფრანგეთის სამხედრო სკოლაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა. იუნკერს მხარდაჭერა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომაც აღუთქვეს.

 


„იუნკერი ზურაბ მანჩხაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პირველი წარმომადგენელია, რომელიც სწავლას საფრანგეთის რესპუბლიკაში, სპეციალურ სამხედრო სკოლაში განაგრძობს. ის სამი წლის განმავლობაში სენ-სირის სამხედრო სკოლაში კურსს „ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციების მართვის“ მიმართულებით გაივლის.

 


სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა მაღალი დონის (მაგისტრატურა) სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელს წარმოადგენს. სკოლა სახმელეთო ძალების მომავალ ოფიცერს იმ ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, რაც კარიერის განმავლობაში თავისი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში დაეხმარება.

 


დღესვე, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში 5 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს პასკალ მენიემ DELF (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) გადასცა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამხედროებს წარმატებები უსურვა", ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საფრანგეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი