ადვოკატი: დეკანოზი გიორგი მამალაძე 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის, პრემიერ მინისტრის მხრიდან, პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს
11-07-2017, 02:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, სასულიერო პირი 6 მაღალჩინოსნის, მათ შორის, საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას ითხოვს.

 

 

როგორც დეკანოზის ინტერესების დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ 2 სამოქალაქო სარჩელი მოამზადა - ერთი ედიშერ ქარჩავას, ხოლო მეორე - მაღალი პოლიტიკური სტატუსის მქონე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

 

„2 სამოქალაქო სარჩელი დაიწერა ღირსების შელახვისა და მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის. ერთი ეხებოდა საპატრიარქოს იურისტ ედიშერ ქარჩავას, რომელიც გარკვეული შენიშვნებისა და ბრძოლის შემდეგ საქალაქო სასამართლომ მიიღო. ანალოგიური მოთხოვნა ანალოგიური შინაარსით ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიმართაც შევიტანეთ, თუმცა, საქალაქო სასამართომ ეს არ მიიღო. ჩვენ არ გვინდა შერჩევითი სამართლის პრეცედენტი იყო დაშვებული და მივმართეთ სააპელაციო სასამართლოს. საქმე ეხება 6 პირის მიერ პატივისა და ღირსების შელახვის უარყოფას და ერთ-ერთი პირი არის საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი”, განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი