პეკინმა უჩვეულოდ ძლიერი ტერმინებით მოითხოვა აშშ-სგან, შეჩერდეს ჩრდილოეთ კორეაზე „ჩინეთის პასუხისმგებლობის თეორიაზე“ საუბრები
11-07-2017, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა სამაშბათს უჩვეულოდ ძლიერი გამონათქვამებით უპასუხა შეერთებული შტატებისაგან არაერთგზის მოწოდებას ჩრდილოეთ კორეაზე უფრო მეტი ზეწოლის განხორციელებასთან დაკავშირებით, დაჟინებით მოითხოვა რა, შეჩერდეს „ჩინეთის პასუხისმგებლობის თეორიაზე“ საუბრები და განაცხადა, რომ ყველა მხარემ თავისი წილი ტვირთი უნდა ზიდოს. 

 


შაბათს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტ ქსი ძინპინგთან შეხვედრაზე უფრო შემრიგებლური ტონი დაიკავა, მაგრამ მანამდე მან მოუთმენლობა გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი, რომელსაც ფხენიანთან მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები აქვს, საკმარის ნაბიჯებს არ დგამს ჩრდილოეთ კორეის შესაკავებლად.

 


ამგვარი შეგრძნება კი განსაკუთრებით ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც ფხენიანმა თავისი პირველი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც, ზოგიერთი ექსპერტის რწმენით, შესაძლოა ალიასკასა და ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროს ზოგიერთ ნაწილზე წვდომის შესაძლებლობა გააჩნდეს.

 


შეერთებული შტატების, იაპონიის და სხვების მიერ ჩინეთისადმი მოწოდებების, რომ პეკინმა უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს ჩრდილოეთ კორეაზე, საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გენგ შუანგმა განაცხადა, რომ ჩინეთი არაა ის ქვეყანა, რომელიც დაძაბულობას ზრდის და საკითხის გადაწყვეტის გასაღები პეკინის ხელში არ იმყოფება.

 


„ბოლო ხანებში, გარკვეული ადამიანები, საუბრობენ რა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ საკითხზე, ახდენენ გაზვიადებას და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეგრედ წოდებულ ‘ჩინეთის პასუხისმგებლობის თეორიას’“, განაცხადა გენგმა პრესკონფერენციაზე, რომელიმე მხარის დასახელების გარეშე, როგორც ამას „როიტერსი“ იუწყება.

 


„მე ვფიქრობ, რომ ეს აჩვენებს საკითხის ან სრული, მართებული ცოდნის არქონას ანდა ამის ფარული მოტივებია ის, რომ ცდილობენ პასუხისმგებლობის გადატანას“, დაამატა მან.

 


ჩინეთი განუწყვეტელ ძალისხმევებს ახორციელებს და პეკინმა კონსტრუქციული როლი ითამაშა, მაგრამ ყველა მხარემ თავისი წილი ტვირთი უნდა ზიდოს, თქვა გენგმა.

 


მოსთხოვო სხვებს, რომ იმუშაონ, მაგრამ თავად არაფერს აკეთებდე, არ არის კარგი“, დაამატა მან. „ზურგში დანის ჩაცემა ნამდვილად არ არის კარგი“.

 


მაშინ, როცა ჩინეთი გამოხატავას გაბრაზებას ჩრდილოეთ კორეის არაერთგზის სარაკეტო და ბირთვული გამოცდების გამო, ის ამავე დროს ამერიკის შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას, თავიანთი სამხედრო წვრთნებით, მდგომარეობის გაუარესებაში სდებს ბრალს.

 


ჩინეთი ასევე გაბრაზებულია აშშ-ის მიერ სამხრეთ კორეაში მოწინავე ანტი-სარაკეტო სისტემის განლაგებით, რაც მისი თქმით, საფრთხეს უქმნის მის საკუთარ უსაფრთხოებას და ვერაფერს გააკეთებს დაძაბულობების შესამსუბუქებლად.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანს ახალი შეიარაღება მიჰყიდა, ჩინეთის ორ მოქალაქესა და საზღვაო გადაზიდვების კომპანიებს სანქციები დააკისრა და ჩინეთი ადამიანებით ვაჭრობის გლობალურ სიაში შეიყვანა. ვაშინგტონმა ასევე ჩინურ ბანკს ფხენიანის სასარგებლოდ ფულის გათეთრებაში დასდო ბრალი, რაც ასევე გაღიზიანებას იწვევს პეკინში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის საკითხის გადაწყვეტაში მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას მიიჩნევს მართებულად.

 


ტრამპის ადმინისტრაცია ამავე დროს განიხილავს სავაჭრო ქმედებებს პეკინის წინააღმდეგ, მათ შორის მისი ფოლადის ექსპორტზე ტარიფებს. „დიდი ოცეულის“ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კი ტრამპმა დაიჩივლა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ვაჭრობა გაიზარდა.

 


გენგმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საკითხი, თუ როგორ შეიძლება იყოს ჩინეთის ძალისხმევები ნაყოფიერი მაშინ, როცა ის ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას, სხვები კი ცეცხლზე ნავთს ასხამენ.

 


„ჩინეთის პასუხისმგებლობის თეორია’ ნახევარკუნძულის ბირთვულ საკითხზე შეიძლება შეჩერდეს“, განაცხადა გენგმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი