სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა
11-07-2017, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის ორგანიზებით, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის მხარდამჭერი ღონისძიება გაიმართა.

 


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა ლუდსახარში „ზედაზენი“ მოინახულეს. გორის რაიონის მცხოვრები სამხედროების შვილები წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოზარდებმა არმაზში დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალიც მოინახულეს და არმაზისხევს-პიტიახშების რეზიდენცია, ასევე სამაროვანი დაათვალიერეს. მოგვიანებით, ბავშვებს კომპანია „ვენდისმა“ უმასპინძლა.
ბავშვები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, კომპანია „ზედაზენის“, „ვენდისისა“ და ქალთა საქველმოქმედო ფონდ „ვიქტორიას“ წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.

 


ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი მედიცინის დარგში ფრენსის ბანისტერი, ასევე სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი