მიხეილ სააკაშვილი კახა კალაძეზე: ერთი ოროსანი სვამს მეორე ოროსანს - აბსოლუტურ ბრიყვს და გაუნათლებელს - მილიონნახევრიანი ქალაქის მერად
11-07-2017, 14:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერად აყრევინებენ კენჭს ადამიანს, რომელსაც მე მგონი, საშუალო სკოლა არ აქვს დამთავრებული, აღნიშნული განცხადება „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი" პირდაპირი ჩართვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

 

 

მისი თქმით, „ჩვენ გვახვევენ თავზე იმას, რომ პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანს აქვს სკოლა დამთავრებული, არ აქვს სკოლა დამთავრებული, აქვს განათლება, არ აქვს განათლება მიღებული, აქვს ინტელექტი, აქვს ერთი ნაოჭი მაინც ტვინში თუ არ აქვს - მთავარია, რომ ბატონის კართან იყოს მიღებული".

 

 

სააკაშვილის აზრით, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი სწორედ „ბატონის კართან მიღებული პირია" და „ერთი ოროსანი სვამს მეორე ოროსანს - აბსოლუტურ ბრიყვს და გაუნათლებელს - მილიონნახევრიანი ქალაქის მერად".

 

 

„კალაძეს უნივერსიტეტი რომ ნამდვილად არ ექნება დამთავრებული ნებისმიერი, ამაზე თავს დავდებ, სკოლაც როგორ აქვს დამთავრებული....

 

 

რა თქმა უნდა, ფრაზები შეიძლება დააზეპირებინო მაიმუნსაც - რაღაც 5-6 ფრაზას გეტყვის, მაგრამ რანაირად შეიძლება ადამიანს, რომელსაც საერთოდ გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობების დონე საერთოდ არ უწყობს ხელს. პრინციპში, ძალიან მაღალკულტურულ ქვეყანაში და მათ შორის, მე მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში განათლებაში ბევრი რაღაც გავაკეთეთ, ათასობით ადამიანი გავუშვით უცხოეთში სასწავლებლად - აი, ამათ ყველას ფონზე, მაინცდამაინც სრული უვიცი და სრულიად გაუნთალებელი ადამიანები უნდა დასვან საპასუხისმგებლო პოსტებზე?", განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

 


კითხვაზე, როგორ შეფასებს კახა კალაძის შანსებს თბილისის მერის არჩევნებში და მოქმედი მერის, დავით ნარმანიას ფონზე, როგორ შეფასებს მას, სააკაშვილი პასუხობს:

 


„ის შეიძლება იყო ერთოსანი, ეს შეიძლება ოროსანი აღმოჩნდეს".

 


„თბილისს შეხედეთ - თბილისი გადაიქცა ქალაქად, რომელშიც აღარ არის შესაძლებელი ცხოვრება, ჰაერის დაბინძურების გამო, საცობების გამო, ყველგან ჩააკვეტეს ეს კორპუსები. რაც გავაკეთეთ და აღვადგინეთ, რაღაცები გაგრძელდა ინერციით, მაგრამ ნახეთ, რიყეზე ეს შენობა შევიდა მსოფლიო არქიტექტურის საგანძურში - ივანიშვილს არ მოსდის თვალში იმიტომ, რომ უფრო ლამაზი შენობა აღმოჩნდა, ვიდრე მისი კონსერვის ქილა, რომელიც თვითონ შემოდგა, რომლის არქიტექტორი იაპონელი ინფარქტამდე მიიყვანა, საწყალი მაშინ გარდაიცვალა, ის კაცი იძახდა - აღარ არის ეს უკვე ჩემი ნაშრომიო, რადგან თვითონ გადახაზა, გადმოხაზა თავის ცოლთან ერთად და როცა წინ დაიდგა შენობა, გაგიჟდა - დააკონსერვა ეს შენობა და ახლა იქ არის ბაყაყების ბუდე - ჩვენ ჯინაზე. ეს არის ადამიანი, რომელსაც გეგმა ჰქონდა მშვიდობის ხიდის დანგრევის; რომელსაც გეგმა ჰქონდა მუსიკალური ცენტრის დანგრევის; რომელსაც უამრავი სხვა დესტრუქციული გეგმა ჰქონდა", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

კომენტარები: 5
#5   ჟორა
      
ციტატა: ლაშა
ე.ი. ახლა მერადაც ტეხავს კალაძე და მაშინ, შენ რომ გიჭერდა მხარს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობაც შეიძლებოდა მისი არა? ტეხავს ასეთი "გულმავიწყობა" მიშაჯან. :-)


რო უჭერდა მერე რომელი რომელს განუდგა?
13 სექტემბერი 2018 08:41
#4   ნათელა აბაშიძე
      
დაოკდი,
რაც "აკეთეთ, ყველაფერი თქვენვე გააფუჭეთ და ახლაც იგივეს აგრძელებთ. მთავრობები მოდიან და მიდიან, თქვენ შემთხვევაში ორივე მოხდა, ასე იქნება შემდეგშია, მაგრამ უკან არასოდეს მოიხედავს სინანულით ნორმალური ადამიანი, მუდმივი არაფერია ,
13 სექტემბერი 2018 03:27
#3   დიანა
      
შენ როგორ დაამთავრე სასწავლებელი,ეს კიდევ საკითხავია მიშა და მეორე- შენსავით ესენი ხალხს არ ძარცვავენ,არ აწამებენ,საწოლში არ უძვრებიან და მათ სექსზე არ კაიფობენ შე ავადმყოფო მანიკო!
დაიკარგე აქედან!
ხედავ,ხალხს ეზიზღები და მაინც უტიფრად ტახივით ეტენები!
ყველგან თავზე გადაისვარე- ამერიკიდან გამოგაჭიტლაყეს და ვეღარასოდეს ჩაეთრევი იქ,უკრაინიდან გამოგქოჩრეს,საქართველოდან გამოიძურწე,თვითონ დათმე საქართველოს მოქალაქეობა და გაჰკიოდი,უკრაინელი ვარო მაგრამ როგორც ყველგან,იქაც ჩაიქაქე!
ახლა სიდედრთან ზიხარ და რომ ვეღარ ძარცვავ და ხოცავ ხალხს,ამაზე გიჟდები!
ეგდე სადაც გდიხარ,თუ პარაშასთან ჩახუტებულს არ გიდა ძილი შე არაკაცო!
29 ივნისი 2018 08:16
#2   Giorgi
      
მართალია მიშა. ყოვლად მიუღებეილია ეს მერად და საერთოდ ესეთი უვიცი მთავრობა.
13 ივლისი 2017 01:07
#1  ლაშა
      
ე.ი. ახლა მერადაც ტეხავს კალაძე და მაშინ, შენ რომ გიჭერდა მხარს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობაც შეიძლებოდა მისი არა? ტეხავს ასეთი "გულმავიწყობა" მიშაჯან. :-)
12 ივლისი 2017 08:07
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი