საქართველოს ეროვნულ გვარდიას ახალი მეთაური ჰყავს
12-07-2017, 05:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე უხელმძღვანელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს ეროვნულ გვარდიაში მეთაურობის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა - ამით ის ახალი ტრადიცია გრძელდება, რომელსაც საფუძველი, მინისტრ ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის გამართვით ჩამოყალიბდა.

 

 

ეროვნული გვარდიის ყოფილმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ლევან გამყრელიძემ პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს საპატიო წესით დროშა გადასცა.

 


საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრო. გენერალური შტაბის უფროსმა პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 


სიტყვით გამოსვლისას, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული გვარდიის მეთაურობა თითოეული ოფიცრისთვის დიდი პატივია, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალები, სწორედ, გვარდიის ბაზაზე ჩამოყალიბდა და განვითარდა. გენერალური შტაბის უფროსმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გვარდიელების გმირობის მაგალითებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ეროვნული გვარდია რეგიონში ერთ-ერთი სამაგალითოა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ეროვნული გვარდიის ყოფილ უფროსს მადლობა გადაუხადა და სამსახურეობრივი საშტატო იარაღით დააჯილდოვა. მან ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძეს, რომელიც სამსახურს უკრაინაში საქართველოს სამხედრო ატაშედ გააგრძელებს, წარმატებები უსურვა.

 


თავდაცვის უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე გენერალურ შტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. ოფიცერი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში (1992-1993 წლებში) მონაწილეობდა. ის ავღანეთისა (2014-2015) და ერაყის (2007-2008) სამშვიდობო მისიებშიც იყო ჩართული. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უკრაინის თავდაცვის ეროვნული აკადემია 2001 წელს დაამთავრა. მან გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ოფიცერთა მოსამზადებელი კურსები 1993-1994 წლებში გაიარა. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოები.

 

 

უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალის შემდეგ, ეროვნული გვარდიის ყოფილმა და ახალმა უფროსებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებულ გვარდიელთა მემორიალი გახსნეს. მემორიალი გვარდიის კაპელანმა მამა მიქაელ (კირკიტაძემ) აკურთხა.

 


ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ნუკრი გელაშვილი და ზაალ კაპანაძე, ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები - ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. ღონისძიებაზე, ასევე მოწვეული სტუმრები, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გვარდიელთა ოჯახის წევრები, გენერალური შტაბისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი