ჯემალ მებუკე ხონელ სტუდენტებს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობას სთავაზობს
16-04-2015, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამირან კინწურაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა კუბლაშვილი ხონელ სტუდენტებს შეხვდნენ.


შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ ადგილობრივი ხელისუფლების წამომდგენლებისაგან მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და გაეზიარებიათ საკუთარი იდეები და ინიციატივები.


„თქვენ ხართ ხონის იმედი და მომავალი , ჩვენი ხვალინდელი დღე, ამიტომ თქვენი ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული რჩევები, ინიციატივები, მონიტორინგი ნებისმიერ ხელისუფალს წაადგება. იაქტიურეთ, ვითანამშრომლოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ", - მოუწოდა სტუდენტებს გამგებელმა ჯემალ მებუკემ.


შეხვედრა გამგებლის ინიციატივით გაიმართა. მსგავსი ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში, მათი როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა, სტუდენტების ინფორმირება მუნიციპალიტეტში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი