გიორგი კვირიკაშვილი EIB-ის ვიცე პრეზიდენტს შეხვდა
13-07-2017, 09:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ყურადღება დაეთმო ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ ტენდენციებს.

 


"საუბრისას, პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და აღნიშნა, რომ ამაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.  

 

 

გიორგი კვირიკაშვილმა EIB-ის ვიცე-პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესახებ, რომელიც ეკონომიკის, განათლების სისტემის, მმართველობის რეფორმასა და ქვეყნის სივრცით მოწყობას გულისხმობს. საუბარი შეეხო საპენსიო და კაპიტალის ბაზრის, ასევე - ფისკალურ რეფორმას.

 


პრემიერ-მინისტრმა დადებითად შეაფასა ევროპის საინვესტიციო ბანკის გეგმა, სუვერენულის გარდა, გაააქტიუროს კერძო სექტორის დაფინანსება და იმედი გამოთქვა, რომ ამ შესაძლებლობით სარგებლობას შეძლებენ მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეები, რომელთა ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, მთავრობისთვის პრიორიტეტულია.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო ევროპის საინვესტიციო ბანკის პროექტ Innovfin-ს, რომელიც ინოვაციური პროექტების დაფინანსებას ემსახურება და აღინიშნა, რომ ის მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ინოვაციური პროექტების განვითარებას.

 

 

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა დაახლოებით 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს; ხოლო კერძო სექტორში, არასუვერენული პროექტების დასაფინანსებლად, EIB-ის მიერ გამოყოფილია 188 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი