ჩინეთის ყველაზე ცნობილი დისიდენტი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიუ ქსიაობო 61 წლის ასაკში ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა
13-07-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთის ადამიანის უფლებების და დემოკრატიის ყველაზე ცნობილი ადვოკატი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ლიუ ქსიაობო 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 


იგი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ღვიძლის ავთვისებიან სიმსივნეზე მკურნალობდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეს ციხიდან, სადაც „სახელმწიფო ძალაუფლების დამხობის წაქეზების“ ბრალდებით, 2009 წლიდან პატიმრობის 11-წლიან ვადას იხდიდა, მძიმე ავადმყოფობის გამო ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

 


როგორც BBC იუწყება, უნივერსიტეტის პროფესორს და ადამიანის უფლებების დაუღალავ აქტივისტს, ხელისუფლებამ დამნაშავის დამღა დაადო და მისი სიცოცხლის განმავლობაში იგი არაერთხელ იქნა ციხეში ჩასმული.

 


როცა ციხის გარეთ იმყოფებოდა იგი მაშინაც მკაცრი შეზღუდვების ქვეშ ჰყავდათ მოქცეული, მის ცოლს, ლიუ ქსიას კი შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

 


დასავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ დაჟინებით სთხოვა ჩინეთს ლიუსთვის ქვეყნის დატოვების და სხვაგან დროებით შემამსუბუქებელი მკურნალობის საშუალება მიეცა.

 


გერმანელმა და ამერიკელმა ექიმებმა, რომლებმაც იგი შენიანგის საავადმყოფოში ახლახან სტუმრობისას გასინჯეს, განაცხადეს, რომ მას საზღვარგარეთ მგზავრობის შესაძლებლობა გააჩნდა, მაგრამ ჩინელი სამედიცინო ექსპერტები დაჟინებით ირწმუნებოდნენ, რომ იგი ძალიან ავად იყო, რის გამოც მისთვის მგზავრობა შეუძლებელი იქნებოდა.

 


შენიანგის ბიუროს ვებგვერდზე გავრცელებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიუ ორგანოების მრავალგზის უკმარისობას განიცდიდა და მცდელობების მიუხედავად, მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი