წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება
13-07-2017, 11:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოში, 560 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება. დევნილთა სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, უკვე ორი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც ბინას 140 დევნილი ოჯახი მიიღებს.

 

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

 

 

სოზარ სუბარის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია სამუშაოებს, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში ვერ ასრულებს.

 

 

„სამშენებლო სამუშაოების განსაზღვრულ ვადებში შესრულებას, გარკვეულწილად, ბუნებრივმა მოვლენებმა შეუშალა ხელი. საძირკველში წყალი ჩადგა და მუშაობა შეუძლებელი იყო. ამიტომაც, შევთანხმდით მშენებელთან, რომ ამ ეტაპზე არ ვწყვეტთ ხელშეკრულებას და გარკვეულ ვადას ვაძლევთ, რათა გრაფიკს დაეწიოს. მინდა ხელი შევუწყო კეთილსინდისიერ მშენებლებს, მაგრამ დევნილების ხარჯზე ეს ვერ მოხდება. იმედი მაქვს, რომ ისინი დაეწევიან გრაფიკს და 2018 წლის გაზაფხულზე ბინებს ჩაგვაბარებენ“, განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს.

 

 

7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ორნამენტი“ აწარმოებს. მშენებლობაზე დასაქმებულთა დიდი ნაწილს დევნილები წარმოადგენენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი