იერუსალიმში, წმინდა ადგილების სიახლოვეს თავდამსხმელების მიერ პოლიციელებისთვის გახსნილი ცეცხლის შედეგად სამმა ისრაელელმა მიიღო დაზიანებები. ამის შესახებ BBC იუწყება.
პოლიციის განცხადებით, გორაკზე მდებარე ტაძრის გარე პერიმეტრზე სროლების შემდეგ, მოკლულია სამი თავდამსხმელი.
მედიკოსების ინფორმაციით, ორი დაჭრილი ისრაელელი მამაკაცი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა თავდამსხმელების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.