თერჯოლის 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცეს - ქალაქში 2 შადრევანი და ახალი სკვერი გაიხსნა
14-07-2017, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2015–2016 წლების კურსდამთავრებულ მედალოსანთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 41 წარჩინებულ მოსწავლეს ოქროსა და ვერცხლის მედლები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავჯმდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ გადასცეს.

 

 

 


როგორც Guardian.ge-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ღონისძიებას ესწრებოდა თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი განათლების მნიშვნელობას და 1-ლი საჯარო სკოლის პედაგოგს, რომლის სადამრიგებლო კლასში 7 მედალოსანი კურსდამთავრებულია, ფულადი ჯილდო გადასცა.

 

 

 


ღონისძიების ფარგლებში ქ. თერჯოლაში 2 შადრევანი და ახალი სკვერი გაიხსნა, სადაც საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა სახელობის მემორიალია განთავსებული. სკვერისა და მემორიალის პროექტი ადგილობრივ მეწარმეთა ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები კახაბერ კუპატაძე და მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე, ქ. თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში გიორგი ლილუაშვილი, თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ბიუროს ხელმძღვანელი ვალერიან ლილუაშვილი, თერჯოლის რესურსცენტრის უფროსი ქეთევან შეყრილაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი