პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია
14-07-2017, 06:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვა დასრულდა. თეთრუაშვილმა სასამართლო ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სასამართლო სხდომაზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ისაუბრა.

 


„შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა გიორგი მამალაძესთან არსებულ ურთიერთობაზე, მათ შორის დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც წარმოიშვა გიორგი მამალაძის მიერ სხვადასხვა ცილისმწამებლური სტატიების გამოქვეყნების შემდეგ. შორენა თეთრუაშვილმა თავის დროზე მას ჰკითხა, ‘თქვენ ხომ არ ავრცელებთ ამ სტატიებს, რადგან ქონების მართვის სამსახურია ნახსენებიო’, რასაც გიორგი მამალაძის გაღიზიანება და არასათანადო საუბარი მოჰყვა. ასევე შორენა თეთრუაშვილმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მას შემდეგ რაც გიორგი მამალაძემ შეიძინა განუსაზღვრელი უფლებამოსილება, კერძოდ, მიეცა უფლება, რომ საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებზე მიემართა სხვადასხვა პირისათვის, ხოლო კანონით ასეთი უფლებამოსილების მქონე პირი არის ქორეპისკოპოსი და პატრიაქის მდივანი. ერთ-ერთი პირი ვინც მივიდა პატრიარქთან და განუცხადა, რომ გიორგი მამალაძეს ამ უფლებამოსილების შესაფერისი თანანმდებობა არ ეკავა, იყო შორენა თეთრუაშვილი და ამის შემდეგ მოხდა გიორგი მამალაძის დაქვეითება. ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც გიორგი მამალაძეს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შორენა თეთრუაშვილისადმი და მიიჩნევდა, რომ ის იყო მისი დამაბრკოლებელი კარიერულ წინსვლაში“, განაცხადა ზვიად გუბელაძემ, რომლის თქმითაც, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის არც გველის შხამი და არც ციანიდი არასდროს უთხოვია.

 


„დაზარალებულის ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრალდებული ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება. კერძოდ, შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით, პირველ რიგში, დადასტურდა, რომ მას არასდროს გველის შხამი არ უთხოვია გიორგი მამალაძისთვის და ამისთვის 500 დოლარი არ მიუცია. შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძისთვის არასდროს უთხოვია ციანიდი არც ოქრომჭედლისთვის და არც სხვა მიზნით. ასევე დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სასულიერო პირების დისკრედიტაციას“, აღნიშნა პროკურორმა და დაამატა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ცილისმწამებლურ სტატიებს ირაკლი მამალაძეს და სხვა ჟურნალისტებს უკვეთავდა.

 


„შორენა თეთრუაშვილის ჩვენებით დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძე უკვეთავდა სხვადასხვა ცილისმწამებლურ სტატიებს, რომელიც იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და მიზნად ისახავდა სასულიერო პირების დისკრედიტაციას. უკვეთავდა სხვადასხვა პირებს, მათ შორის იყო ირაკლი მამალაძე და ირაკლი მამალაძის გარდა იყვნენ სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ავრცელებდნენ ცილისმწამებლურ სტატიებს“, განაცხადა გუბელაძემ.

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე ახლა ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი იკითხება. მან დარბაზში შესვლამდე თქვა, რომ სასამართლოში მხოლოდ სიმართლის თქმას აპირებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

ავღანეთის პოლიციის წარმომადგენლის სალამ ავღანის განცხადებით, პარასკევს ჰელმანდის პროვინციაში, მაშინ როცა ავღანეთის უსაფრთხოების ძალები სოფლის თალიბი მებრძოლებისაგან გაწმენდას ცდილობდნენ, შეერთებული შტატების საჰაერო დარტყმების შედეგად „16 ავღანელი პოლიციელი, მათ შორის ორი მეთაური იქნა მოკლული და ორი სხვა პოლიციელი დაჭრილი“.

იორდანიის დედაქალაქ ამანში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა. დაღუპულია სულ მცირე ერთი იორდანელი და სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული ერთ ისრაელელს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.

ყველაზე კითხვადი
  1. „ქართველთა მარში“ გაიმართება, - შინაურების გამოსაფხიზლებლად და გარეულების გასაფრთხილებლად!“
  2. თემურ ბასილია: „გარწმუნებთ, „ქართული მარშის“ მოთხოვნები დიდად არ განსხვავდება ამერიკის რესპუბლიკური პარტიის და პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო პროგრამებისგან საემიგრაციო საკითხებზე“
  3. მიხეილ სააკაშვილი კახა კალაძეზე: ერთი ოროსანი სვამს მეორე ოროსანს - აბსოლუტურ ბრიყვს და გაუნათლებელს - მილიონნახევრიანი ქალაქის მერად
  4. შსს: 100 ქულის ამოწურვის შემდეგ, 1 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ იქნება დასაშვები მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
  5. შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილი ინსულტირებული, პარალიზებული და სრულიად ქმედუუნაროა... მასთან პუტინის სახელით ჩავიდა მილერი და შეეცადა მისი გარემოცვისთვის გაგებინებას, რომ ძალაუფლება კალაძეს გადააბაროს“
  6. „ქართული ოცნება“ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დღევანდელი გამგებლების აბსოლუტურ უმრავლესობას არ წარადგენს - წყაროები
  7. ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 551,700 ლარი დაიხარჯება - რევაზ ბენიძე აცხადებს, რომ მხარის დიდი პოტენციალის გამოუყენებლობა „დიდი დანაშაული იქნება“
  8. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ტრამპმა პუტინთან შეხვედრის დასაწყისშივე არაერთხელ წამოსწია რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით არსებული წუხილი
  9. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯორჯ სოროსი შეუწყვეტლივ უთხრის ძირს ისრაელის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობებს
  10. ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს თვალები დაუბრიალა?
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი