თურქეთის ელჩი: დღეს, სავარაუდოდ, ვეღარ იარსებებდა ათათურქის მიერ დაარსებული თურქეთის რესპუბლიკა, გადატრიალების მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო
14-07-2017, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობიდან ერთი წელი გავიდა. 2016 წლის 15 ივლისს მომხდარი მოვლენები დღეს მედიის წარმომადგენლებთან თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ გაიხსენა.

 

 

ელჩმა მომხდარს თურქეთის ისტორიაში ყველაზე საშინელი ღალატის ფაქტი უწოდა და აღნიშნა, რომ „ხალხი თავდადებული გმირობის ფასად დაუპირისპირდა შეიარაღებულ დაჯგუფებას და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ ტანკებს. მათ მნიშვნელოვანი ისტორიული ფურცელი გადაშალეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში".

 

 

„იმ ღამეს თურქი ხალხის მიერ გადახდილი გადასახადების საფუძველზე თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მოკალათებულმა პირებმა, რომლებსაც სამხედრო ტანსაცმელი ეცვათ, გამოიყენეს შეიარაღება, ტანკები, თვითმფრინავები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მათი ფუნდამენტური მოვალეობა საკუთარი ხალხის დაცვა იყო. ყოველივე ამის შედეგად, დაიღუპა 250 ადამიანი, 2500-ზე მეტი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი კვლავ საავადმყოფოში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. ჩვენ პირველად შევეჯახეთ ისეთ ფაქტს, როდესაც დაჯგუფებამ დაბომბა პარლამენტის შენობა, შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა საკუთარი ხალხისა და სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ. ეს დღე თურქეთის რესპუბლიკისთვის იყო ერთგვარი სამამულო ომი. ეს გადატრიალების მცდელობა წარმატებული რომ ყოფილიყო, სავარაუდოდ, დღეს ვეღარ იარსებებდა ათათურქის მიერ დაარსებული თურქეთის რესპუბლიკა. ჩვენი ხალხი თავდადებული გმირობის ფასად დაუპირისპირდა შეიარაღებულ დაჯგუფებას და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ ტანკებს. მათ მნიშვნელოვანი ისტორიული ფურცელი გადაშალეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ჩვენმა ხალხმა იმ დღეს დაამტკიცა, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი ძალა, ვიდრე ხალხია და ხალხი არის დემოკრატიის ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი და დამცველი“, განაცხადა გუმრუქჩუმ, რომლის თქმით, გადატრიალებასთან კავშირში მყოფ პირთა უმრავლესობა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგა, ხოლო თავდაპირველი აზრი, რომ გადატრიალების ორგანიზატორი ფეთჰულაჰ გიულენი და ტერორისტული ორგანიზაცია იყო, შემდგომი სამართლებრივი პროცესებისას დადასტურდა.

 

 

თურქეთის ელჩმა გაიხსენა, რომ გადატრიალების მცდელობის შემდეგ პირველი უცხოური დელეგაცია, რომელიც თურქეთში ჩავიდა, ქართული დელეგაცია იყო, რაც მისივე თქმით, ქვეყნისთვის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას წარმოადგენდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი