II ქვეითი ბრიგადა 25 წლისაა
15-07-2017, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო ქვედანაყოფის დაარსების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

 


თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მინისტრმა შემდეგ II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა და სამხედრო მოსამსახურეებს ბრიგადის დაარსების დღე პირადად მიულოცა. მან ბრიგადის საბრძოლო დამსახურებაზე და ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება.

 


სენაკში II ქვეითი ბრიგადის დაარსების იუბილეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

 


უწყების ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის მინისტრმა სამსახურეობრივი-საშტატო იარაღებით 4 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა. I პირველი ხარისხის უწყებრივი მედალი „უმწიკვლო სამსახურისთვის“ 5 სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. საპატიო სიგელებით დაჯილდოვდა 10 სამხედრო მოსამსახურე.

 

 

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, დღესვე სენაკში II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის ქვეითი ოცეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონიალიც გაიმართა.

 


II ქვეითი ბრიგადის 21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი ცარ-ში ამავე ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს.

 


ქართული კონტინგენტი, უფროსი ლეიტენანტის ბაჩანა კაკაჩიას მეთაურობით, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება.

 


ქართული სამშვიდობო ოცეული „დელტას“ მიერ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტით იქნება აღჭურვილი.

 


21-ე შერეული მექანიზებული ბატალიონის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გამგზავრებამდე 12-კვირიანი გადასროლისწინა მომზადება ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა, დამატებით კი, ბრიგადის ბაზაზე, სენაკში გადამზადდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი