სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 1 წლის თავზე ქუჩებში გამოსულ ათიათასობით ადამიანს თურქეთის პრეზიდენტმა ემოციური სიტყვებით მიმართა
16-07-2017, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან 1 წლის თავზე ქუჩებში გამოსულ ათიათასობით ადამიანს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ემოციური სიტყვებით მიმართა.

 


„იმ ღამით ადამიანებს არ ჰქონდათ იარაღი, მაგრამ მათ ჰქონდათ დროშა და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდათ რწმენა“, განაცხადა ერდოღანმა.

 


როგორც BBC იუწყება, მან მხარი დაუჭირა სიკვდილით დასჯას სამხედრო გადატრიალების მცდელობის მომწყობთათვის და თქვა, რომ ისინი გუანტანამოს ყურის ციხეში მყოფი პატიმრების უნიფორმების მსგავს სამოსს უნდა ატარებდნენ.

 


დაახლოებით 250 ადამიანი დაიღუპა და 2,196 დაიჭრა 2016 წლის 15 ივლისს, სამხედრო გადატრიალების მცდელობისას მიმდინარე ბრძოლების დროს.

 


სამხედრო გადატრიალება წარუმატებელი რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა, მათ შორის იმიტომაც, რო მას აკლდა მხარდაჭერა შეიარაღებული ძალების მაღალი ეშელონების მხრიდან და არ გააჩნდა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი მხარდაჭერა.

 


შეთქმულების ორგანიზატორები შეეცადნენ ერდოღანის დატყვევებას მის აეგეანის დასასვენებელ კურორტზე, სადაც იგი შვებულებას ატარებდა, მაგრამ მან მალევე დატოვა იქაურობა და გადატრიალების მცდელობა მშვიდობაინი მოქალაქეების და პრეზიდენტის ერთგული ჯარისკაცების მიერ იქნა შეჩერებული.

 


სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მთავრობამ 150, 000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე გაათავისუფლა სამსახურებიდან, 50,000-ზე მეტი დააპატიმრა, განაცხადა რა რომ მათ გადატრიალების მხარდამჭერებთან ჰქონდათ კავშირები.

 


მასობრივი წმენდა გასულ პარასკევამდე გაგრძელდა, როცა დამატებით 7,000-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე იქნა დათხოვნილი სამსახურებიდან.

 


ერდოღანმა მომიტინგეებს სტამბულში ბოსფორის ხიდთან მიმართა, იქ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები სამხედრო გადატრიალების მხარდამჭერ ჯარისკაცებს წინ აღუდგნენ.

 


მან თქვა: მე მადლიერი ვარ ჩვენი სახელმწიფოს ყველა იმ წარმომადგენლისადმი, ვინც დაიცვა თავიანთი ქვეყანა“.

 


ერდოღანმა აღნიშნა, რომ 250-მა ადამიანმა დაკარგა თავისი სიცოცხლე, მაგრამ ქვეყნის მომავალმა გაიმარჯვა.

 


„პუტჩისტებს, რომელთაც იმ ღამით ჩაკეტეს ხიდი, უნდოდათ ეჩვენებინათ მსოფლიოსთვის, რომ ისინი აკონტროლებდნენ მდგომარეობას“, თქვა მან, მაგრამ შეჩერებულ იქნენ „მილიონების მიერ, რომლებიც ქუჩებში გამოვიდნენ იმ ღამით, რომ დაეცვათ თავიანთი სახელმწიფოს ღირსება“.

 


მან თქვა, რომ იგი „მოღალატეებს“, რომლებმაც სამხედრო გადატრიალება წამოიწყეს, „თავებს გაუპობდა“.

 


ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ იგი სამხედრო გადატრიალების მომწყობთა შესახებ ესაუბრა პრემიერ მინისტრ ბინალი ილდირიმს და თქვა: „როცა ისინი გამოვლენ სასამართლოში, მოდით, ისე ვქნათ, რომ ისინი გუანტანამოს მსგავს უნიფორმებში გამოჩნდნენ“.

 


ამის შემდეგ პრეზიდენტმა „წამებულთა მემორიალი“ გახსნა ხიდზე, რომელსაც სახელი შეუცვალეს და დაარქვეს „15 ივლისის წამებულთა ხიდი“.

 


ანკარაში ჩასვლისა და პარლამენტში, მისი სამხედრო თვითმფრინავებით დაბომბვიდან ერთი წლის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების იმ ღამეს „ჩვენმა სახელმწიფომ მთელ მსოფლიოს აჩვენა, თუ რა ერი ვართ“.

 


15 ივლისი უქმე დღედ იქნა გამოცხადებული და მას „დემოკრატიის და ეროვნული ერთიანობის დღე“ უწოდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი