„ქართული ოცნება“ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში დღევანდელი გამგებლების აბსოლუტურ უმრავლესობას არ წარადგენს - წყაროები
16-07-2017, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამგებლების და მერების კანდიდატურების შერჩევის პროცესს ახორციელებს.

 


როგორც Guardian.ge-ს სამმა სხვადასხვა სახელისუფლებო წყარომ - რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს - განუცხადა, 2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დღევანდელი გამგებლების აბსოლუტური უმრავლესობა აღარ მიიღებს მონაწილეობას.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით Guardian.ge რამდენიმე მუნიციპალიტეტის პირველ პირებს დაუკავშირდა. როგორც მოქმედმა გამგებლებმა განაცხადეს, ამ საკითხის გარშემო მათ დაზუსტებული ინფორმაცია არ გააჩნიათ, თუმცა ისინი მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას დაემორჩილებიან და მათ ნაცვლად სხვა კანდიდატების დასახელების შემთხვევაში, მხარს სახელისუფლებო კანდიდატურებს დაუჭერენ.

 

 

გამგებლების უმრავლესობას კვალიფიკაცია გასულ წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა დაუწუნა და თქვა, რომ გამგებლებს კვალიფიციურობა აკლიათ, მართვის გამოცდილება არ აქვთ და არ იციან ეკონომიკა.

 


„ქართულ ოცნებას“, ისევე როგორც სხვა წამყვან პოლიტიკურ ძალებს, ჯერჯერობით მხოლოდ თბილისის მერობის კანდიდატები ჰყავთ დასახელებული.

 

 

კომენტარები: 5
#5   ლიკა თეთრაძე
      
მოგესალმებით. სხვა რაიონის გამგებლებზე ვერაფერს გეტყვით , მაგრამ დიდუბის რაიონის გამგებელს შეცვლა ნამდვილად არ სჭირდება. მშვენივრად უძღება საქმეს და ნამდვილად ზრუნავს დიდუბის რაიონზე. დიდი მადლობა ქალბატონ ირმა ზავრადაშვილს მოსახლეობის გვერდით დგომისთვის და მათი პრობლემების გაზიარებისთვის. ასე რომ არ შეგვიცვალოთ გამგებელიიი
27 ივლისი 2017 03:03
#4  b
      
არიან ისეთი გამგებლები, რომლებიც არათუ ეკონომიკაში ვერ ერკვევიან, როგორც ივანიშვილი ამბობს, არამედ საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარები არიან. მაგრამ ესენიც ხომ ივანიშვილის მოყვანილია და რა გარანტია გვაქვს რომ უკეთესებს დაასახელებენ? ან კალაძე გვყავს ერთი დიდი მცოდნე და განათლებული, ამნაირი რომ იქნება სხვა კადრების გადამწყვეტი.
17 ივლისი 2017 04:56
#3   კახა თორდია
      
პროფესიონალი და კარგი მენეჯერული თვისებებით და უნარჩვევებით
დაჯილდოვებულია ბატონი ლაშა, ბევრი ახალი პროექტის წამომწყები და განმახორციელებელია, ქართული ოცნების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია რომელიც უყვრს ხალხს!
17 ივლისი 2017 04:41
#2  ვალერ ძოწენიძე
      
ბევრი მართლა გასაყრელია.
17 ივლისი 2017 01:02
#1   ირაკლი თორდია
      
მივესალმები თქვენს აზრსს და მომწონს...ერთადერთი ჩემს აზრს დავაფიქსირებ...ზუგდიდში ლაშა გოგია მოქმედი გამგებელი არის იდეალური მენეჯერი...და მეწმუნეთ დღეს თუ ვინმეს შეუძლია უალტერნატივო კანდიდატურა იყოს ეს ლაშა გოგიაა...
16 ივლისი 2017 09:18
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი