NASA: მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე სულ მცირე 90 სანტიმეტრით აიწევს, მაგრამ თუკი მთლიანად გადნა დედამიწის პოლუსების ყინულოვანი საფარი და მყინვარები, ოკეანის დონე 65,8 მეტრით აიწევს
16-07-2017, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ დედამიწის ოკეანეების დონე მოსალოდნელზე უფრო სწრაფად იწევს მაღლა. კოსმოსური სააგენტოს გათვლებით, მომდევნო ათწლეულებში ზღვის დონე სულ მცირე 90 სანტიმეტრით აიწევს.

 


ეს მაჩვენებელი სრულიად საკმარისია, რათა მთელ მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდეს, შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი. მაგრამ თუკი ეს ტენდენცია გაგრძელდა და მთლიანად გადნა დედამიწის პოლუსების ყინულოვანი საფარი და მყინვარები, ოკეანის დონემ გამაოგნებელი მაჩვენებლით, 65,8 მეტრით უნდა აიწიოს. საინტერესოა, სად წავა, ხმელეთის რომელ ადგილებს დაიკავებს ეს წყალი?

 


გამოცემა Business Insider-მა შექმნა ანიმაციური რუკა, რომელიც ვირტუალურად გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, თუ როგორი იქნება დედამიწის თითოეული კონტინენტი ყინულის გადნობის შემდეგ. ვიდეო მართლაც შემზარავია.

 

 

 


მოულოდნელი ნამდვილად არ იქნება იმ ზონების ბედი, რომლებიც პირველი მოექცევა წყალქვეშ — დაბალი კუნძულები და ისეთი ქალაქები, როგორიცაა ვენეცია. ერთი შეხედვით, ამით პლანეტა დიდად არ შეიცვლება.

 


რაც შეეხება აზიას, სიტუაცია აქ ბევრად უფრო შემაძრწუნებელია - — ოკეანის ქვეშ ექცევა ისეთი უზარმაზარი ქალაქები, როგორებიცაა კოლკატა (ყოფილი კალკუტა) და შანხაი (ერთად აღებული ორივე მათგანის მოსახლეობა 19 მილიონს აჭარბებს). საკმარისია იმის თქმაც, რომ ტერიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელსაც ფლორიდასთან დამშვიდობება მოუწევს. 

 

 

ყველაზე შოკისმომგვრელი კი ისაა, რომ ეს რუკა არ წარმოადგენს ნაკლებად სავარაუდო მომავლის რაიმე სულელურ პროექციას. ეს ყველაფერი ალბათ ჩვენს სიცოცხლეში არ მოხდება, მაგრამ მეცნიერები რეგულარულად პროგნოზირებენ მომავალს, რომელშიც დედამიწაზე მუდმივი ყინულები აღარ იქნება.

 

 

თუკი ატმოსფეროში დიდი ოდენობის ნახშირორჟანგი ავა, დედამიწის ზედაპირი მეტად გათბება და ზღვის დონის აწევა ალბათ ყველაზე ნაკლები თავის ტკივილი იქნება. პროგნოზების მიხედვით, დედამიწის საშუალო ტემპერატურა 26,6 გრადუს ცელსიუსს მიაღწევს, ამჟამინდელი 14,4 გრადუსის ნაცვლად, რაც მრავალ ცხოველსა თუ მცენარეს სრულიად მოსპობს.

 


მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მსგავსი პროექციების შესახებ წარსულშიც მრავალჯერ გვსმენია, ალბათ განსხვავებული შეგრძნებაა საკუთარი თვალით იხილო, თუნდაც რუკაზე — თუ როგორ უცვლის ჩვენი ქცევა ფიზიკურ ფორმებს ჩვენივე პლანეტას.

 


უყურეთ ვიდეოს და გახსოვდეთ თუ რამდენად ბედნიერები ვართ, რომ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ შეგვიძლია საკუთრი თვალით ვიხილოთ დიდი ბარიერული რიფის საოცრებები, ვენეცია ან მალდივის კუნძულები მთელი თავისი დიდებულებით.

 

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

 

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით

 

რუკები: National Geographic

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი