თურქეთში დაშავებული ბავშვები სამშობლოში დაბრუნდნენ
17-07-2017, 01:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ და მთავრობის წარმომადგენლებმა, თურქეთში ავარიის შედეგად დაშავებული ანსამბლ „ლამპრების“ წევრებთან ერთად გუშინ, გვიან ღამით გადმოკვეთეს საზღვარი. სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან ბავშვებს მშობლები და ახლობლები დახვდნენ.

 

 

„დღეს 25 ბავშვი ჩვენთან ერთად უკვე დაბრუნდა საქართველოში. თურქეთში რჩება დაახლოებით 4 პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში. სამართალდამცველები იკვლევენ მიზეზებს. არაერთი ექსპერტიზა ჩატარდა. ჩვენთან ერთად იქ იმყოფებოდა ტრაპიზონის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელი. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს სამართალდამცველები იკვლევენ და ვფიქრობ, ხვალ უკვე გვექნება მომხდარის სურათი,“ განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

 

ამ დროისთვის ავტოავარიის შედეგად დაშავებული ექვსი ადამიანი გირესუნის, გორელეს და ტრაპიზონის საავადმყოფოებში რჩება.

 

 

„ერთ-ერთი ბავშვის დედას ავარიის შედეგად ტრავმული ამპუტაცია განუვითარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მოთავსებულია ტრაბზონის კლინიკაში. ანსამბლის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, რომელსაც ნეკნების მოტეხილობა აქვს, სტაციონარული დაკვირვება დასჭირდება,“ განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

 

 

ავტოსაგზაო შემთხევა გუშინ, 16 ივლისს, ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის მახლობლად მოხდა. გასტროლებზე ბულგარეთში მიმავალი ავტობუსი, რომელშიც 38 ადამიანი იმყოფებოდა, გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი