რევაზ ბენიძე: „ისევ მე ვიქნები ცაგერის გამგებელი თუ სხვა, არ ექნება მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ნიადაგი გამზადებული გვაქვს, რომ ეს წინსვლა არ შეჩერდეს
17-07-2017, 04:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძე აცხადებს, რომ დიდი მნიშვნელობა არ ექნება, თავად იყრის ისევ კენჭს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, თუ სხვა კანდიდატი, რადგან მიიჩნევს, რომ განვითარების ფუნდამენტი ჩაყრილი აქვს და მომავალში „ეს წინსვლა“ არ შეჩერდება.

 


გამგებლის თქმით, 2017 წელს სერიოზულად დაიწყეს ლეჩხუმის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ზრუნვა -რაზეც ჯამში  551,700 ლარი დაიხარჯება - და ტურისტული პროექტების გარდა საგანმანათლებლო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კაპიტალური რემონტი და ახალი ობიექტების მშენებლობა განხორციელდა.

 


„ჩვენ იმის გარდა, რომ ზოგადად ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე ვართ ორიენტირებულნი, ვახორციელებთ ასევე ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს სხვადასხვა მიმართულებით. ამ არასრულ სამ წელში, სამი ახალი ბაღი ავაშენეთ და 14 -ს გავუკეთეთ რემონტი, ერთი კი მთლიანად აღდგა - ცაგერის #1 საბავშვო ბაღი. ახლა დაგეგმილია ცაგერის #2 ბაღის მთლიანი აღდგენა - პროექტი უკვე გამზადებულია და ასე ვთქვათ, აბსოლუტურად განახლებულ და კარგ ბაღში შევლენ ბავშვები, სამუშაოებზე 444 000 ლარი დაიხარჯება. ახალი ბაღი აშენდება სოფელ ლაჯანაში, რომელზეც 410 000 ლარი დაიხარჯება. ასევე სრულად აღდგება სასადილოს შენობა, რომელიც სოციალურად დაუცველებს მოემსახურება. ასევე გვაქვს მნიშვნელოვანი პროექტი - სტადიონის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის 533 000 ლარია გათვალისწინებული.

 


„ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ და უფრო მეტი დავგეგმეთ და მოვამზადეთ ნიადაგი მათი განხორციელებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ცნობილია, ვინც იქნება ახალი გამგებელი, მე ვიქნები თუ სხვა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ნიადაგი გამზადებული გვაქვს, რომ ეს წინსვლა არ შეჩერდეს და გაგრძელდეს“, უთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელმა Guardian.ge-ს.

 

კომენტარები: 8
#8  ბექა
      
ვინ დაგიჯერებს ამდენ ტყუილებს? თქვენ ის გამგებელი არ ხართ დაუსრულებელი პროექტებს რომ აპრავებთ? ვატატყებიც თქვენ არ უწოდეთ თქვენ ამომრჩევლებს ტვიიშ? რომელ სამართლიანობაზე საუბრობთ ხალხო თამილა გაბიძაშვილთან რომ სასამართლო წააგო თავისი უვიცური გადაწყვეტილების გამო. თქვენ ის გამგებელი არ ხართ ბატონო რევაზ? საკრებულოს სხდომაზე რომ განაცხადეთ, აიპებში ზუსტად ოცნების კორდინატორებს ვასაქმებ და სხვა რამ მე არ მაინტერესებსო. რამდენი რამ უნდა შეგახსენოთ კიდე.... თქვენ მარტო სულ რამდენიმე ადამიანი გყავს თქვენი თანამოაზრე, ხოლო გამგეობის თანამშრომლების და რაიონის მაცხოვრებლის უმრავლესობა კი აუგად მოგიხსენიებთ.
29 ივლისი 2017 10:07
#7  ნუგზარ ლეთოდიანი
      
ხალხო მეტი რა უნდა გააკეთოს გამგებელმა როცა ამაზე მეტი დაფინასება არ აქვს რაიონს? იმას ხომ ვერ იტყვის ვერავინ რომ ამ კაცმა რაიმე სახლში წაიღო და ხალხს არ მოახმარა, რაც არ უნდა სიკეთე გააკეთო ზოგი მაინც უმადურია და ამიტომ ყურს ნუ მიუგდებთ ბატონო რევაზ ასეთი ხალხის აზრებს. გვინდა რომ ისევ თქვენ იყოთ გამგებელი.
19 ივლისი 2017 08:56
#6   nikoloz gelovani
      
Vetanxmebi marika arabuli-kaxizes...lechxumshi tu rame xdeba es imdenad sasaciloa ro meti ar sheizleba..wg aris sruli marazmi,,21 saukuneshi ro bagis da skolis remonts dagamadlian da amas mimatebuli socialuri sasadilo tfu amistana mtavrobas...socialuri sasadilo romlis erti ulupa 1lars da 38 tetrs sheadgens .da amit amayob samarcxvinoaaa..es gacelili pasebi 444000 atasebi da milionamde lars ro ubraxuneben eg ra bodvaa ..sabavsho bagis restavracia romelshic albat 30 bavshi tu ikneba naxevari milioni jdebaaa xa xa xa
18 ივლისი 2017 16:27
#5   მარიკა არაბული-კახიძე
      
ვდგევარ და ვფიქრობ რამ უნდა მიიყვანოს ადამიანი რომ დანგრეული გაღატაკებული ლეჩხუმი.მიტოვებული გლეხობა რომელსაც 1ნახევრად დააყრევინა.ყურძენი.ზამთრის სტიქიის დროს რეგიონი უპატრონოდ იყო.და ადგილობრივ ელექტრო კომპანიასთან მოლაპარაკება ვერ მოახერხო რომ დამპალი ბოძები შენ ადგილობრივ მოსახლეობას ეცემა თავში.მოიმატა მოსახლეობის გადინებამ და ხელისუფლების პროექტი ბაღების მშენებლობა თავად მიიწეროს.რაც გაკეთდა უხარისხო და დაუმთავრებელიია.რომელ ტურიზმზე და რომელ ინფრასტრუქტურის გაკეთებაზეაქვს საუბარი.საცურაო აუზამდე იმდენი პრობლემააა მოსაგვარებელი.მართლაც ბევრი და რეალური საქმე ექნება საკეთებლად ახალ გამგებელს.ლეჩხუმელი ახალგაზრდობა თურქეთშია გადაყრილი და ცაგერის გამგეობაში პენსიონერები ტყუილად ყოფაში არწევენ სკამებს.სადარის აყვავებული ლეჩხუმი ხალხო საერთოდ ასე რამ გაგალაქუცად ეხლა აღარ მიკვირს რომ ქრისტე გაყიდეს სამას ვერცხლად..სულს ნუ ყიდით ჯოჯოხეთი გარანტირებულია ტყუილებისათვის...რაც წავიკითხე გაოგნებული ვარ და დაბნეული არცკი ვიცი რა დავწერო..იმაზე რასაც სახელიც კი არაქვს
18 ივლისი 2017 14:00
#4   dato
      
მართლაც ბევრი რამ გაკეთდა ლეჩხუმში და ეს პირველი პირის და მისი გუნდის დამსახურებაა.ისეთი გალამაზებულია ეს პატარა კუთხე ამაყი ვარ.წარმატებები და უამრავი კეთილი საქმის კეთება ღირსეული მამის ღირსეულ შვილს რევაზ ბენიძეს!
18 ივლისი 2017 11:39
#3  ირაკლი საღინაძე
      
ბატონო რევაზ უნდა იყოთ თქვენ ისევ!!! იმსახურებთ, დაატყვეთ ხელი ლეჩხუმს. მტრებიც გყავთ, მართალია, მაგრამ ცუდას რად უნდა მტერობაო. არ დანებდეთ, ვინმე ავყიას არ ჩაუგდოთ ხელში რაიონი.
18 ივლისი 2017 09:35
#2  temo turmanidze
      
რეზო ბენიძე-საქმის მცოდნე,პრინციპული,სამართლიანი კაცია.ნეტავ ბევრ რეგიონს ყავდეს ხელმძღვანელად ეგეთი ღირსეული ქართველი!!!
18 ივლისი 2017 06:30
#1   თამარი
      
საუკეთესო გამგებელი და ადამიანი, წარმატებას და ლეჩხუმის აყვავებას გისურვებთ.
18 ივლისი 2017 04:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი