თავდაცვის სამინისტროს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ
17-07-2017, 07:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის სამინისტროს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელს გაბორ იკლოდს შეხვდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიან სისტემაში საქართველოს ჩართულობა იყო.

 

 

მათივე განცხადებით, გაბორ იკლოდმა ქართულ მხარეს ევროკავშირის მისიებში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილზე გაამახვილა.

 

 

ლელა ჩიქოვანმა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული ძირითადი გამოწვევები მიმოიხილა. მან ევროკავშირისა და ნატოს მიერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა საქართველოს მთავრობის ადეკვატური პოზიციონირება, ასევე თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა მსოფლიოში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ტენდენციების შესაბამისად.  

 

 

მოგვიანებით, შეხვედრა სამუშაო ფორმატში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების, საგარეო საქმეთა, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებმა ევროკავშირთან თანამშრომლობის სამუშაო გეგმის განახლებაზე იმსჯელეს.

 

 

უწყების მტკიცებით, სამუშაო გეგმაში 2017-2018 წლებისთვის გათვალისწინებული აქტივობებია გაწერილი და მიზნად თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ისახავს.

 

 

შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, თავდაცვის უწყების, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის, ასევე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი